კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის ინფორმაციით, გრძელდება World
Vision საქართველოს პროექტი „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა -
COVID-19-ით დაზარალებული ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემების
გაძლიერება საქართველოში“.
როგორც ცნობილია, პროექტის ფარგლებში მოხდა დღის და 24-საათიანი
მომსახურების ცენტრების თანამშრომლების გაძლიერება პირველი სამედიცინო
დახმარების საკითხებზე.
“პროექტი ემსახურება ჯანდაცვისა და ბავშვთა დაცვის სისტემების
გაძლიერებას პანდემიით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად, რაც
მოიზარებს: მოწყვლადი ჯგუფების ცნობიერების ამაღლებას იმუნიზაციის და
ჯანმრთელობის საკითხებზე, ჯანდაცვის სერვისებისა და ბავშვთა დაცვის
სისტემების გაძლიერებას და სახელმწიფო დაწესებულებების ქვეშ მყოფი
ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას მათ საჭიროებებზე მორგებული
სერვისებით.”-აცხადებენ ცენტრში.
ცნობისთვის, პროექტი ხორციელდება World Vision საქართველოსა და
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის (NCDC) მიერ, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA)
ფინანსური მხარდაჭერით.
მასალის გამოყენების პირობები