ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასები გაზრდილია - საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება
ბოლო ერთ კვირაში ნავთობის ფასი საშუალოდ 5%-ითაა გაზრდილი. საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება.

ინფორმაციას, აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოცემა „ბიზნეს მედია“ ავრცელებს.

ამჟამად Brent-ის ფასი 86 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი კი 82 დოლარის ფარგლებშია.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 77 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ამჟამად რუსული ნავთობი საერთაშორისო ბირჟაზე დიდი შვიდეულის მიერ დაწესებულ საფასო ლიმიტზე 17 დოლარით უფრო ძვირად ივაჭრება.

აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება ბუნებრივ აირთან მიმართებითაც. მეგავატი/საათი ენერგიის ღირებულება ამჟამად 28 ევროს შეადგენს, რაც ერთ თვეში 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.


| Print |
FaceBook Twitter Google