აშშ-ში ღვინის საერთაშორისო კონკურსში ქართულმა ღვინოებმა უმაღლესი ჯილდოები მოიპოვეს
ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, აშშ-ში TEXSOM-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსში ქართულმა ღვინოებმა უმაღლესი ჯილდოები მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ TEXSOM-ის კონკურსზე წარდგენილი იყო 50 ქართული კომპანიის სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინოები, რომლებიც უკვე იყიდება აშშ-ის ბაზარზე.

“ქართული ღვინის წარმატება მსგავს საერთაშორისო პრესტიჟულ კონკურსში მიანიშნებს მის მაღალ ხარისხზე და, ამავე დროს, ხელს უწყობს მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციას და გაყიდვების ზრდას.”-აცხადებენ სააგენტოში.

ცნობისთვის, გამარჯვებული 25 ღვინიდან ერთმა ღვინომ მოიპოვა პლატინის, ხუთმა ოქროს, ათმა ვერცხლის და ცხრამ ბრინჯაოს მედალი.

გამარჯვებული ღვინოები იხილეთ ბმულზე:





| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ქართული / ღვინო /