ისინი მომხმარებლებს მხოლოდ რუსულ ენაზე ემსახურებოდნენ - რისთვის დაჯარიმდა ექვსი მოვაჭრე
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ ექვსი მოვაჭრის, კერძოდ, კვების იბიექტის, დაჯარიმების მიზეზი დაწესებულებებში არსებული რუსულენოვანი მენიუები აღმოჩნდა - მოვაჭრეები მომხმარებლებს მხოლოდ რუსულ ენაზე ემსახურებოდნენ და ქართულენოვანი მენიუც არ ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანიები კონკურენციის სააგენტომ ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში გააფრთხილა, თუმცა მათ დარღვევა ამ დრომდე არ გამოასწორეს. შედეგად, ჯარიმის გადახდა ექვსივე კომპანიას დაეკისრა.

ი/მ მარია კალუსტიანს - 600 ლარი;
შპს „დარიას“ - 1 088 ლარი;
ი/მ ვლადისლავ კირიაკოვს - 600 ლარი;
ი/მ ალეკსანდრ ვასილევს - 600 ლარი;
შპს „ინვესტ ინ ჯორჯიას“ (კაფე „მამა აზია“) - 1 789 ლარი;
შპს „ჰარვიდენტს“ - 600 ლარი.

| Print |
FaceBook Twitter Google