დედოფლიწყაროს და სიღნაღის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია წელს დასრულდება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სიღნაღის მუნიციპალიტეტთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. 4 კმ-იან მონაკვეთზე კი, უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის საფარი

დეპარტამენტის ცნობით, პროექტით გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია. ასევე მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, მიერთებები და საგზაო ნიშნები. მოინიშნება გზის სავალი ნაწილიც

“ვიმყოფებით კახეთის რეგიონში, კერძოდ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ხორციელდება სიღნაღისა და დედოფლიწყაროს დამაკავშირებელი 10კმ-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამუშაოების მიმდინარეობის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, უკვე მოწყობილია 4კმზე ასვალტბეტონის საფარი და აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ხელოვნურ ნაგებობებზე. სამუშაოების დასრულება დაგეგმილია მიმდინარე წლის სეტექმბრის თვეში და მისი დასრულების შემდგომ უზრუნველყოფილი იქნება ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი კომფორტული გადაადგილების პირობები. “- ამბობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე პავლე გამყრელიძე.

ცნობისთვის, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 11.7 მილიონი ლარია.

| Print |
FaceBook Twitter Google