ლაგოდეხელი მოკრივე მარიამ ძამანაშვილი მოსწავლეთა შორის საქართველოს ჩემპიონია
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.

გამარჯვება, სპორტსმენს, მუნიციპალიტეტის მერმა, პირადად მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა - კრივში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სახელის წარმოჩენისათვის.

საქართველოს ჩემპიონთან საზეიმო შეხვედრა, ვარდისუბნის საჯარო სკოლაში გაიმართა. 




| Print |
FaceBook Twitter Google