ბიბლიოთეკას მწერალი და პოეტი კატო ჯავახიშვილი ეწვევა
საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2 აპრილს, 12:00 საათზე, გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით, გურჯაანის ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებას ეწვევა ქართველი მწერალი და პოეტი კატო ჯავახიშვილი.
“შეხვედრის ფარგლებში მოეწყობა ავტორის წიგნის ,,სიყვარულით, ელლი" გაცნობა.გთხოვთ მობრძანდეთ თქვენს პატარებთან ერთად”-აცხადებს გაერთიანება.

ცნობისთვის, დასწრება თავისუფალია.



| Print |
FaceBook Twitter Google