2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დღეს 18:00 საათზე დასრულდება
2024 წლის ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია დღეს, 4 აპრილს 18:00 საათზე სრულდება.

ინფორმაციას, აღნიშნულთან დაკავშირებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მასწავლებლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებისთვის რეგისტრაცია კი 15 აპრილს 18:00 საათამდეა შესაძლებელი.

ცნობისთვის, რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.

| Print |
FaceBook Twitter Google