გურჯაანში შემოსასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში განმარტავენ, აღნიშნული პროექტი ხორციელდება პროგრამა „განახლებული რეგიონების ფარგლებში“.

„სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული სახელმწიფო ტენდერით, პროგრამა განახლებული რეგიონების ფარგლებში, 63 მუნიციპალიტეტში უნდა მოეწყოს ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები. სტენდები არის რკინა-ბეტონის კონსტრუქციის და მოპირკეთებულია ტრავერტინის ქვით. სტენდებზე დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები, ხოლო ქალაქების სახელწოდებები დაიტანება როგორც ქართული, ასევე ლათინური წარწერებით.“

გურჯაანში 2 ასეთი სტენდი მოეწყობა. 


სტენდი საგარეჯოში



სტენდი გურჯაანში



| Print |
FaceBook Twitter Google