გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანებამ საგრანტო კონკურში გაიმარჯვა
ა(ა)იპ გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანებამ გაიმარჯვა საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში: " სამუსიკო სკოლების ინსტრუმენტების განახლება".

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“მოპოვებული გრანტით, რომელიც 26 800 ლარს შეადგენს, სამუსიკო სკოლების გაერთიანება 2 ფორტეპიანოს შეიძენს.

ასევე, გურჯაანის თვითმმართველობის მხარდაჭერით, მოხდება დამატებით 3 ფორტეპიანოს შეძენა და გაერთიანებაში შემავალ ხუთივე სამუსიკო სკოლას თითო ახალი ინსტრუმენტი გადაეცემა.

გურჯაანის სამუსიკო სკოლებში ფორტეპიანოები ათწლეულებია არ განახლებულა,” - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

| Print |
FaceBook Twitter Google