მივეცი ცხვირ-პირში, იმ რუსის აგენტ მდინარაძეს - ალეკო ელისაშვილი
პარლამენტის ოპოზიციონერი, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, რომელმაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სამმართველო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს.

რამდენიმე წუთში ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის შენობა დატოვა და ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, მასაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„სულ ვცდილობდი, რომ მეთანამშრომლა; სულ ვცდილობდი, რომ ადამიანურად მელაპარაკა... რუსეთში მიგვათრევენ!.. შუბლის ძარღვი გაიწყვიტა მდინარაძემ, თეთრზე გეუბნება მწანეაო.

ახლა ქუჩაში გამოსვლის დროა. ესენი უნდა უნდა გავყაროთ, თავისი რუსული კანონიანათ. ესენი მიგვათრევენ რუსეთში...

ამვოვიდა ყელში და მივეცი ცხვირ-პირში, იმ რუსის აგენტ მდინარაძეს და გამიგდეს მერე... ცხოვრებაში მეზიზღება მექრთამეები და რუსის აგენტები,“ - თქვა ალეკო ელისაშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google