კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევას გამოიწვევს - მეთიუ მილერი
ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევას გამოიწვევს.

აშშ-ის დეპარტამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მისი ხელმეორედ დაინიცირებას შემდეგ გამოეხმაურა.

“ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ ეს კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად, ზიანს მიაყენებს და საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევას გამოიწვევს. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ, რომ ეს კანონპროექტი დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის უზრუნველსაყოფად, ხელს შეუშლის, მაგრამ რადგან ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, არ ვისაუბრებ რაიმე შედეგებზე“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.

| Print |
FaceBook Twitter Google