არ არის ფრანგული კანონი - შერაზ გასრი საფრანგეთის ელჩი საქართველოში
საქართველში საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრის განცხადებით, კანონპროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს, არ არის „ფრანგული კანონი“. იგი აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს, როგორც სუვერენულულ ქვეყანას, აქვს უფლება, რომ მიიღოს ის კანონმდებლობა, რაც სურს, მაგრამ საფრანგეთი, როგორც მეგობარი ქვეყანა, აცხადებს, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს.

„საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენ, ცხადია, ვაღიარებთ მის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. საქართველოს შეუძლია მიიღოს ის კანონმდებლობა, რაც სურს. როგორც საფრანგეთის, ევროკავშირის წევრი ქვეყნის, მთავრობის წარმომადგენელს, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ევროკავშირის ოჯახში მივესალმებით. ეს კარგად მოგეხსენებათ. როგორც საქართველოს მეგობრები, - ქვეყნისა, რომელსაც ევროკავშირში გაწევრება სურს, - საქართველოს ვეუბნებით, რომ ის კანონპროექტი, რომელიც განიხილება პარლამენტში, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. და [მიიღებს თუ არა კანონს] საქართველოს გადასაწყვეტია“, - განაცხადა შერაზ გასრიმ 16 აპრილს, გორში სტუმრობისას. ჟურნალისტებთან საუბარში.





| Print |
FaceBook Twitter Google