სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურის დამონტაჟება იგეგმება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
მათივე თქმით, ამ მიზნით გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სააგენტოს 16 კვადრატული მეტრ მიწას არსებობის ვადამდე გადასცემს.

“გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უნდა დაამონტაჟოს ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე 24-საათიან დაკვირვებას. ამ მიზნით, მათ ესაჭიროებათ სოფელ მელაანში 16 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი და უნდა მივცეთ უზუფრუქტის ფორმით ეს მიწის ნაკვეთი არსებობის ვადამდე,”-განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ეკონომიკის სამსახურის ქონების მართვის განყოფილების სპეციალისტმა მაია გაბიტაშვილმა.

დეპუტატებმა საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირეს.

| Print |
FaceBook Twitter Google