თიბისის პარტნიორი კომპანია 1plus1-ის მიერ შექმნილი უნიკალური აპლიკაცია, მომხმარებელს ყველაფრის გაორმაგებაში ეხმარება
1plus1 თიბისისა და აწარმოე საქართველოს ინოვაციური სტარტაპის გამარჯვებული კომპანიაა, რომელმაც საქართველოში ოპერირება 2 თვის წინ დაიწყო.

იდეა, რომელიც მეგობრებმა და ბიზნეს-პარტნიორებმა, დიანა ლაჭყეპიანმა და ზურაბ რცხილაძემ ბიზნესად აქციეს, უმარტივესია:

„ადამიანს ყოველთვის სურს, მიიღოს იმაზე მეტი, ვიდრე იხდის.მარკეტინგული ხერხი 1+1 მსოფლიოში კარგადაა აპრობირებული. გადავწყვიტეთ, დაგვეფუძნებინა საერთაშორისო კომპანია, რომელიც თავს მოუყრიდა ასობით სხვადასხვა ბიზნესის პროდუქტსათუ სერვისს და მარტივი აპლიკაციის სახით, შესთავაზებდა მომხმარებელს. ადამიანი რეგისტრირდება, ყოველთვიურად იხდის სულ რაღაც 9.80 ლარს და სარგებლობს 1+1 მომსახურებით ჩვენი პარტნიორი კომპანიებისგან. მაგალითად, უკვეთავთ ერთ პიცას, მეორეს კი უფასოდ იღებთ. სპორტდარბაზში იხდით ერთი თვის საფასურს, მეორე თვე კი უფასოა, ან იხდით ერთი ადამიანისას, მეორე ადამიანს კი უფასოდ ეკუთვნის იგივე სერვისი“, - ამბობს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურაბ რცხილაძე.

კომპანია 1+1-ის პარტნიორი უკვე ასობით სხვადასხვა სახის ბიზნესია: სასტუმროები, სწრაფი კვების ობიექტები, საბილიარდოები, სპორტული დარბაზები, ტატუს სალონები, სტომატოლოგიური კლინიკები, სტადიონები, რესტორნები, საბავშვო მაღაზიები. მოკლედ, უამრავი სრულიად განსხვავებული პროდუქტი თუ მომსახურება, რომელიც მომხმარებელს 1+1-ის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია მიიღოს.

„ჩვენი აპლიკაცია მომხმარებელს თანხის გაორმაგებაში დაეხმარება. ჯერჯერობით ვებგვერდი გვაქვს https://1plus1.ge, ხოლო აპლიკაცია დასრულების ეტაპზეა და მზად ერთ თვეში იქნება. აპლიკაცია ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, რადგან უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი. ყველა, ვინც გაიაქტიურებს მას, იოლად ნახავს რამდენი დაზოგა თვის განმავლობაში. ყველგან, სადაც ამ აპლიკაციას გამოიყენებთ, მოხდება მისი დასკანერება და ცხადი იქნება, თვის ჭრილში რა თანხა დაიზოგა. 9.80 ლარის გადახდით მომხმარებელი შეძლებს ათასი, ორიათასი, სამიათასი ან მეტი ლარი გაიორმაგოს. მაგალითად, თუ სასტუმროს ნომერს უკვეთავთ, რომელიც ღამე 300 ლარი ღირს, მეორე ღამეს უფასოდ რჩებით, ანუ 300 ლარს იორმაგებთ“.

მსოფლიო ბაზარზე ყოველთვიური გადასახადის ოდენობა იგივე დარჩება, მხოლოდ ვალუტა შეიცვლება – ევროპის მასშტაბით 9.80 ევრო იქნება, აშშ-ში კი – 9.80 დოლარი.

ბიზნესი, რომელიც მარკეტინგულ და სარეკლამო აქტივობას მხოლოდ ახლა იწყებს, საქართველოს მასშტაბით უკვე ორასამდე პარტნიორ კომპანიას ითვლის, თუმცა, დამფუძნებლის თქმით, ყოველთვიურად, დაახლოებით, ას კომპანიას მაინც იმატებენ. ზაფხულის ბოლომდე მინიმუმ 500-600 კომპანიასთან პარტნიორობაა დაგეგმილი, მათ შორის ძალიან დიდი და ცნობილი ბრენდები.

„როცა კომპანია შესაბამის მასშტაბზე გავა და ყველაფერი ჩვენი გეგმისა და ვარაუდის მიხედვით განვითარდება, დაგეგმილი გვაქვს, რომ საქართველოსთვის გადასახადი მოიხსნას. დიახ 1+1 სერვისის მიღება სრულიად უფასო იქნება“.

ეს აპლიკაცია და მომსახურება უნივერსალურია, 1+1 პლატფორმა გაორმაგების პლატფორმაა და ყველა ასაკობრივ თუ სოციალურ ჯგუფს ეხება. აქედან გამომდინარე, კომპანიას საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს.
„ჩვენს მიერ შერჩეული ახალგაზრდების გუნდი, დაახლოებით, 30 ადამიანს ითვლის. იგეგმება, რომ ყოველ თვე 10-15 ადამიანი დაემატება გუნდს. საქართველოს მასშტაბით 200-250 კაციანი გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს. ამჟამად მხოლოდ ორი ოფისი გვაქვს, თბილისსა და ბარსელონაში. მალე, უკვე ზაფხულში, ოფისი ბათუმსა და ქუთაისშიც გაიხსნება. ივლის-აგვისტოში მილანის ოფისის გახსნა იგეგმება, ეტაპობრივად კი სხვა ევროპული ქალაქებიც დაგვემატება“.

კომპანიის წარმომადგენლების, ლევან რცხილაძის და კონსტანტინე რაზმაძის თქმით, ბარსელონა იდელური ქალაქია ევროპის დასაპყრობად.ესპანეთის 2 ქალაქში, მადრიდსა და ბარსელონაში, 1+1-მა ფუნქციონირება უკვე დაიწყო. ბარსელონას ოფისის ხელმძღვანელი, როინ შიოშვილი ფიქრობს, რომ ბრენდი მალე მოედება მთელ ესპანეთს.2024 წლის დასასრულს კომპანია 14 ევროპული ქალაქის„დაპყრობას“ გეგმავს.

1plus1 ქართული ბრენდია, რომლის მისიაც ევროპის მაშტაბით ასპარეზზე გამოჩენაა და რომლის გეგმებსაც საზღვარი არ გააჩნია.

[R]

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები TBC / თიბისი /


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
პარლამენტის მიერ დაგროვებითი პენსიის კანონში ინიცირებული ცვლილებით,
საპენსიო ფონდის მმართველი საბჭოს წევრების დაკომპლექტების
უფლებამოსილება პარლამენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრს ენიჭება. იმის
მიუხედავად, რომ სალომე ზურაბიშვილმა ცვლილებას ხელი არ მოაწერა,
კანონს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე 5 დღის ვადაში მოაწერს.
პარლამენტის მიერ დაგროვებითი პენსიის კანონში ინიცირებული ცვლილებით, საპენსიო ფონდის მმართველი საბჭოს წევრების დაკომპლექტების უფლებამოსილება პარლამენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრს ენიჭება. იმის მიუხედავად, რომ სალომე ზურაბიშვილმა ცვლილებას ხელი არ მოაწერა, კანონს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე 5 დღის ვადაში მოაწერს.
16:12 / 12.07.2024
26 ივლისს, ჯაზ ფესტივალის სტუმრებს, თბილისიდან ბათუმში ჯაზ
მატარებელი გამოგზაურებთ. ტრადიციულად, მგზავრობის მხარდამჭერია
თიბისი კონცეპტი, საქართველოს რკინიგზა და Visa.
26 ივლისს, ჯაზ ფესტივალის სტუმრებს, თბილისიდან ბათუმში ჯაზ მატარებელი გამოგზაურებთ. ტრადიციულად, მგზავრობის მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი, საქართველოს რკინიგზა და Visa.
15:07 / 12.07.2024
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 13 მსჯავრდებული
შეიწყალა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 13 მსჯავრდებული შეიწყალა.
13:47 / 11.07.2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე,
არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა
სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11.07.2024
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
15:45 / 30-05-2024
“ცოდნის კაფე” ავრცელებს მიმართვას, რომლითაც კახელები დეპუტატებს კახეთიდან - დავით სონღულაშვილსა და ირაკლი ქადაგიშვილს მიმართავენ და მოუწოდებენ, “გამოიყენონ კახელების მიერ მონიჭებული მანდატი და მხარი არ დაუჭირონ ქვეყნის გარუსების გზას”.
13:05 / 28-05-2024
2015 წელს ქართული ინვესტიციის შედეგად დაარსდა კომპანია „ქართული მილი“.
13:56 / 27-05-2024
ახალი თაობისთვის შექმნილი აპლიკაციით hi app-ით, მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები.
19:59 / 23-05-2024
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია. თიბისისმხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი TechnovationGirls საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება.
11:52 / 22-05-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 22 / 33 °C
img
საგარეჯო 21 / 32 °C
img
დ.წყარო 19 / 33 °C
img
სიღნაღი 22 / 35 °C
img
ლაგოდეხი 21 / 30 °C
img
ყვარელი 22 / 33 °C
img
თელავი 22 / 33 °C
img
ახმეტა 22 / 33 °C
img
კალენდარი
«« ივლისი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.