უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი სასკოლო კვებასთან დაკავშირებული მოდელი-გიორგი ამილახვარი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის განცხადებით,
სამინისტრომ თითოეული სკოლა შეისწავლა და სასკოლო კვებასთან
დაკავშირებით კონკრეტული მოდელები დაგეგმა
"პირველი, ყველა არსებულ ბუფეტში, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში,
განვსაზღვრეთ ის მინიმალური სტანდარტები ჰიგიენის, სურსათის
უვნებლობის პროდუქტთა ჩამონათვალი, რომელიც დასაშვებია ან არ არის
დასაშვები იყოს სასკოლო სივრცეში. რა თქმა უნდა, ყველა შესაბამის
უწყებასთან კონსულტაციაა გავლილი და ამან მეტ-ნაკლებად დაარეგულირა ის
გამოწვევები,რომელიც არსებობდა.
მეორე, სწორი ანალიზისთვის თითოეული სკოლა დეტალურად შევისწავლეთ, რომ
კონკრეტულ მოდელებზე გადაწყვეტილება მიგვეღო. ამ მიზნით სამინისტროში
დამტკიცდა სასკოლო კვების პროგრამა, სადაც ჩვენმა ექსპერტებმა
თითოეული სკოლა აღწერეს, რომ კონკრეტული ეტაპები დაგვენერგა" ,-
განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
მინისტრის თქმით, უახლოეს პერიოდში სამინისტრო საზოგადოებას კონკრეტულ
ვადებსა და მოდელებს გააცნობს, რომელიც სამინისტრომ სასკოლო კვებასთან
დაკავშირებით დაგეგმა.
"მინდა საზოგადოებას დავპირდე, 1-2 თვის ფარგლებში, ჩვენ უკვე
შევძლებთ კონკრეტული მოდელებით და კონკრეტული ვადებით, რომელ სკოლაში
და რომელ რეგიონში დავიწყებთ ამ პროგრამას.
არის ასეთი საერთაშორისო ორგანიზაცია - "კვება, ჯანმრთელობა და
განათლება ყველა ბავშვისთვის"- ამის წევრი გახდა ჩვენი სამინისტრო,
სადაც ეროვნული ვალდებულებები განვსაზღვრეთ და გავიზიარებთ
წარმატებული ქვეყნების მაგალითსა და გამოცდილებას", - განაცხადა
გიორგი ამილახვარმა.
მასალის გამოყენების პირობები