არაჩვეულებრივი თანამშრომლობის, არაჩვეულებრივი პროექტების,
არაჩვეულებრივი ხალხის არაჩვეულებრივი გამოფენა - ანუ პასუხი იმაზე,
რა გააკეთეს ქართველებმა ამერიკელ ხალხთან თანამშრომლობით - თელავში
USAID-სა და საქართველოს 32 წლიანი თანამშრომლობისთვის მიძღვნილი
ღონისძიება გაიართა.
თელაველები და ქალაქის ვიზიტორები ესტუმრნენ ქართულ ტრადიციულ სუფრას,
მოუსმინეს თამადას, გაიცნეს თანამოქალაქეები, რომლებმაც USAID-ის
მხარდაჭერით კახეთის რეგიონში სხვადასხვა სფეროში წარმატებული
პროექტები განახორციელეს, მათ შორის ახალგაზრდული ცენტრის
წარმომადგენლები, ადგილობრივი მეწარმეები, არასამთავრობო
ორგანიზაცები, რომლებიც საკუთარ გარემოს, ქალაქს და რეგიონს
უკეთესობისკენ ცვლიან. ღონისძიებას ესწრებოდა USAID-ის მისიის
დირექტორი, ჯონ პენელი.
თანამედროვეობისა და ტრადიციის შეწრყმის ყველაზე კარგი მაგალითი
მოლაპარაკე ციფრული ქვევრი გახდა. გამოფენის მონაწილეებს შეეძლოთ
ქართული ტრადიციული ღვინის ჭურჭლთან ესაუბრათ და საქართველოსა და
USAID - ის თანამშრომლობის, ისტორიის, განხორციელებული პროექტებისა და
დაგეგმილი ინიციატივების შესახებ ინფორმაცია მიეღოთ.
USAID საქართველოსთან და მის მოქალაქეებთან 1992 წლიდან
თანამშრომლობს. Ამ დროის განმავლობაში ორგანიზაციამ ამერიკელი ხალხის
საშუალებით, $1.9 მილიარდი დოლარის მხარდაჭერა გაუწია ქვეყანას.
USAID, როგორც აშშ-ს მთავრობის ნაწილი საქართველოს სტრატეგიულ
პარტნიორად მიიჩნევს და მისი მიზანია დაეხმაროს ქვეყანას გახდეს უფრო
უსაფრთხო, წარმატებული, დემოკრატიული და ევროპასთან მჭიდროდ
ინტეგრირებული პარტნიორი.
მასალის გამოყენების პირობები