საარჩევნო ადმინისტრაციის განმარტება საზღვარგარეთ მცხოვრები საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლების შესახებ
საარჩევნო ადმინისტრაცია საზღვარგარეთ მცხოვრები საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლების შესახებ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი მიიღო საზღვარგარეთ ხმის მიცემასთან დაკავშირებით არასწორი და მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებამ. მათ შორის ადგილი აქვს საზღვარგარეთ მცხოვრები, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი თანამემამულეების რაოდენობის შესახებ ინფორმაციით მანიპულაციას.

„დაინტერესებული მხარეები მანიპულირებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ საკონსულო პორტალ geoconsul.gov.ge-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკით და აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია 128000-მა თანამემამულემ გაიარა, მაშინ, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 65508 ამომრჩევლის მონაცემი გადასცა.

საზოგადოებას გვინდა განვუმარტოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ცხადყოფს რომ ცალკეული პირები ინფორმაციით მანიპულირებენ და შეცდომაში შეჰყავთ ამომრჩევლები.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ვებგვერდის geoconsul.gov.ge სტატისტიკური მაჩვენებელი აღრიცხავს იმ პირთა რაოდენობას, ვინც 2015 წლიდან ისარგებლა ამ ვებგვერდით, მათ შორის დადგა საკონსულო აღრიცხვაზე.

ამასთან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის უფლება აქვთ არა მხოლოდ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს, არამედ საქართველოს არასრულწლოვან მოქალაქეებს, საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მქონე პირებს და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ პირებსაც, რომლებიც არ შედიან საარჩევნო უფლების მქონე პირთა კატეგორიაში. შესაბამისად, ვებ-გვერდის სტატისტიკური მაჩვენებელი (128000 პირი) მოიცავს ყველა ამ კატეგორიის ადამიანს 2015 წლიდან. ეს სტატისტიკა მოიცავს იმ პირებსაც, ვინც თავის დროზე ამ ვებგვერდის მეშვეობით დადგა საკონსულო აღრიცხვაზე და შემდეგ მოიხსნა, თუმცა როგორც აღნიშნული ვებ-გვერდით მოსარგებლე, კვლავ რჩება სტატისტიკურ მონაცემში.

შესაბამისად, ვებ-გვერდზე მოცემული მაჩვენებელი ასახავს იმ პირთა რაოდენობას, ვინც ზოგადად ისარგებლა საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ელექტრონული სისტემით და არ გახლავთ ამჟამად საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ადამიანების სტატისტიკა.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მოწოდებულ ინფორმაციას საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლების შესახებ. ამ საკითხზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აწვდის მხოლოდ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ აქტიურ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომელთა რიცხვი თითოეულ ქვეყანაში შეადგენს მინიმუმ 50 ადამიანს და შესაძლებელია გაიხსნას საარჩევნო უბანი. შესაბამისად, ცესკო-ს არ გადაეცემა იმ ქვეყნებში მყოფი თანამემამულეების მონაცემები, სადაც საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების რაოდენობა 50-ზე ნაკლებია ან სადაც, პოლიტიკური თუ საომარი ვითარებიდან გამომდინარე, არ ტარდება არჩევნები.

26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 25 სექტემბერს გადმოსცა ინფორმაცია საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 68 024 პირის შესახებ, გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ სიაში მყოფ 2516 პირს არ ჰქონდა ვალიდური დოკუმენტები და საარჩევნო უფლება, შედეგად საბოლოო ჯამში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 65 508 ამომრჩევლის მონაცემების საფუძველზე 42 ქვეყანაში შექმნა 60 საარჩევნო უბანი.

აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე არ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და არ აქვს რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მას აქვს შესაძლებლობა 7 ოქტომბრის ჩათვლით საარჩევნო მიზნებისთვის გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საკონსულო დაწესებულებაში, ან შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში.

მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, დროულად გაიარონ შესაბამისი პროცედურები. არჩევნებში ჩართულ მხარეებს კი კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ნუ შეიყვანენ ამომრჩევლებს შეცდომაში და ხელი შეუწყონ ჯანსაღ საარჩევნო გარემოს. არჩევნები საერთო საქმეა და საარჩევნო პროცესის კანონის შესაბამისად წარმართვა საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად, ყველა ჩართული მხარის ვალია,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
3 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ქალაქ გურჯაანში, მოქანდაკეთა
საერთაშორისო სიმპოზიუმის
3 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ქალაქ გურჯაანში, მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის "გურჯაანი მეღვინეობის ქალაქი " დახურვის ცერემონია გაიმართება.
16:00 / 02.10.2024
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე
წულაძე დაინიშნა. ის აღნიშნულ თანამდებობაზე საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა. ის აღნიშნულ თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
14:32 / 02.10.2024
ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება კანონმდებლობით განსაზღვრული
დაწესებულებების, მათ შორის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული
ინფორმაციის საფუძველზე.
ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება კანონმდებლობით განსაზღვრული დაწესებულებების, მათ შორის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
10:30 / 02.10.2024
საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ცესკო-ში საინფორმაციო
ბრიფინგი გაიმართა. როგორც ბრიფინგზე აღნიშნეს, 2024 წლის
საპარლამენტო არჩევნებისთვის, მოხდა უბნების გამსხვილება, ამიტომ
მნიშვნელოვანია, საკუთარი მონაცემების დროული გადამოწმება. ასევე
ისაუბრეს სიაში გადამოწმების გზებზე, გადასატანი ყუთით მოსარგებლეთა
მიმართ არსებულ სიახლეებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ცესკო-ში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ბრიფინგზე აღნიშნეს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მოხდა უბნების გამსხვილება, ამიტომ მნიშვნელოვანია, საკუთარი მონაცემების დროული გადამოწმება. ასევე ისაუბრეს სიაში გადამოწმების გზებზე, გადასატანი ყუთით მოსარგებლეთა მიმართ არსებულ სიახლეებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
18:38 / 01.10.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკი უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მარტივ წვდომას ანგარიშებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე. მათი საშუალებით ბიზნესს შეუძლია უსაფრთხო და დაცული საბანკო ოპერაციების დამოუკიდებლად შესრულება.
16:42 / 02-09-2024
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შესთავაზონ.
16:24 / 30-08-2024
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Business and Finance Magazine-მა ყოველწლიური შედეგები გამოაქვეყნა. 2024 წელს თიბისიმ, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ აღიარებას 3 ნომინაციაში მიაღწია.
20:18 / 29-08-2024
UN Women Georgia-ს ორგანიზებით, მეწარმე ქალებისთვის ფართომასშტაბიან გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ მეწარმე ქალების მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას წელს უკვე მეოთხედუმასპინძლებს.
16:12 / 27-08-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 13 / 22 °C
img
საგარეჯო 12 / 21 °C
img
დ.წყარო 12 / 17 °C
img
სიღნაღი 14 / 23 °C
img
ლაგოდეხი 11 / 19 °C
img
ყვარელი 13 / 22 °C
img
თელავი 13 / 22 °C
img
ახმეტა 12 / 22 °C
img
კალენდარი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.