ინფორმაცია საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტის ეტაპების და ამ პროცესში შესასწავლი საკითხების შესახებ
ცენტრალური საარჩევნო კომისია 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტს ატარებს. ამასთან დაკავშირებით, ცესკო ინფორმაციას ავრცელებს:

როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისია კვლავ ატარებს საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტს. აუდიტირების პროცესს,მოკვლევის შედეგად გამოვლენილი საარჩევნო ტექნოლოგიებისტესტირების ლაბორატორია „Pro V&V” ჩაატარებს, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და იმორი კომპანიიდან ერთ-ერთია, რომელსაც გააჩნია ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია.

საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, შესაბამისობის აუდიტის კიდევ ერთხელ განხორციელებით, გაითვალისწინოს საერთაშორისო კარგი პრაქტიკა და საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია ელექტრონული საშუალებების მუშაობის პრინციპებზე, უსაფრთხოებაზე და დაცულობის უმაღლეს სტანდარტებზე. ამავდროულად, ამ პროცესის განხორციელებით, საარჩევნო ადმინისტრაციას სურს კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მის საქმიანობაში გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტი.
შესაბამისად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს წარმოგიდგინოთ დეტალური ინფორმაცია შესაბამისი ეტაპების და აუდიტს დაქვემდებარებული საკითხების შესახებ.
კერძოდ, შესაბამისობის აუდიტი განხორციელდება სამ ფაზად:

პირველ ეტაპზე:
  • კომპანია შეისწავლის ელექტრონულ ტექნოლოგიების საწყის კოდში განხორციელებულ ცვლილებებს შუალედური არჩევნებიდან დღემდე და დაადგენს მათ შესაბამისობას ქართულ კანონმდებლობასთან. ასევე, მიმოიხილავს, რეკომენდაციების გათვალისწინებით ასახულ ცვლილებებს საწყის კოდში, წინა პერიოდში განხორციელებული აუდიტის შემდგომ.
  • სრულადშესწავლილი იქნება ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატის ფუნქციები. კერძოდ, ზუსტად ასახავს თუ არახმის მთვლელი აპარატი ამომრჩევლის მიერ დაფიქსირებულ არჩევანს და ტექნოლოგიურად, პრაქტიკულად და თეორიულად შეუძლებელია თუ არა შეიცვალოს ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი.
  • ასახავს თუ არააპარატის მიერ დაბეჭდილი ყველა ქვითარირეალურ ინფორმაციას,შესაძლებელია თუ არა ამომრჩევლის მიერ მიცემული ხმის რაიმე სახითიდენტიფიცირება, დაკავშირებულია თუ არა აპარატი რამე სახით ინტერნეტთან და ასევე, ვერიფიკაციის აპარატთან. ამასთანავე, დაცულია თუ არა აპარატი,რაიმე ზემოქმედებისგან უცხო სახის მოწყობილობით.
  • კომპანიაკიდევ ერთხელ მოიკვლევს,ჩართულია თუ არა ვერიფიკაციის აპარატები ინტერნეტში, ასახავს თუ არა ყველა აპარატის მიერ დაბეჭდილი ამომრჩეველთა სია ან ამომრჩევლის მიერ არჩევნებში მონაწილეობის დამადასტურებელი ქვითარი რეალურ ინფორმაციას. ისევ შეუძლებელია თუ არა ორმაგი ვერიფიკაცია და არიან თუ არა აპარატები სინქრონიზებული ლოკალური ქსელით. კომპანია ასევე შეისწავლის შესაძლებელია თუ არა ერთი პირის დუბლირება სხვადასხვა უბნებზე.
  • დამატებითიშესწავლილის საგანი იქნებავერიფიკაციის აპარატებში სიების ჩაწერის კომპონენტი.მოიცავს თუ არა მომწოდებელ კომპანიასთან კონტრაქტი სიების ჩაწერის ტექნოლოგიურ საკითხებს, როგორ იქნება შესაბამის უბანზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ერთიანი სია გააქტიურებული ვერიფიკაციის აპარატებში კენჭისყრის დღეს და არის თუ არა კენჭისყრის გახსნისას დაბეჭდილი ამომრჩეველთა სია, მხოლოდ ის მონაცემები რომელსაც ელექტრონული მოწყობილობა ამუშავებს დღის განმავლობაში.ასევე, კენჭისყრის დაწყებიდან/გახსნიდან და ამასთანავე, კენჭისყრის მიმდინარეობისას შესაძლებელია თუ არა უკვე ჩაწერილ სიებშირაიმე სახის ცვლილების განხორციელება.
  • სპეციალური პლანშეტის შემთხვევაში კიდევ ერთხელ შესწავლილ იქნება, არის თუ არა ცესკოს სერვერებთან კავშირი უსაფრთხო და შეუძლებელია თუ არა შედეგების გადაგზავნა სხვაგან გარდა ცესკოს სერვერებისა, თუ შედეგები არ არის გენერირებული ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატიდან, შეუძლებელია თუ არა პლანშეტიდან შედეგების გადმოგზავნა.ასევე, აუდიტმა უნდადაადასტუროს, რომ შედეგების გადაგზავნის პროგრამას არ შეუძლია შეცვალოს შედეგები.
მეორე ეტაპზე:
  • „Pro V&V”-ისწარმომადგენლები უშუალოდ დააკვირდებიან ელექტრონული მოწყობილობების საარჩევნოდ მომზადების პროცესს ცესკოს ახლად აშენებულ სასაწყობო სივრცეში, რათა მოხდეს დადასტურება, რომ აპარატებში ასახული საარჩევნო ინფორმაცია,შეესაბამება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას, ცესკოს მიერ დადგენილ ნორმებს და საერთაშორისო სტანდარტებს.
მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესის დაკვირვება შესაძლებელი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის, პირდაპირ ეთერში ცესკოს YouTube არხზე.

მესამე ეტაპზე:
  • „Pro V&V”-ის წარმომადგენლები აპარატურის მუშაობას დააკვირდებიან უშუალოდ კენჭისყრის დღეს, სადაც დაადგენენ, რამდენად შესაბამისობაში იქნებაელექტრონული მოწყობილობების ფუნქციონირებასაწყის კოდთან,საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთან, ცესკოს მიერ დადგენილ ნორმებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან.
მიუხედავად იმისა, რომ პროცესი სრულად აუდიტირებადია, საარჩევნო სიების მონიტორინგი მიმდინარეობს მთელი წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.ამავდროულად, კენჭისყრის დღეს,ყოველ უბანზე ამოიბეჭდება ამომრჩეველთა ის სია, რომელიც განკუთვნილია ამ უბნისთვის და გამოიკვრება საჯაროდ გადამოწმების მიზნითე.წ. კედლის სიებთან ერთად.
ამასთანავე,პროცესში არსებობს ქაღალდის კვალი, როგორც ამომრჩევლის რეგისტრაციის, ისე ხმის დათვლის და შედეგების გადმოგზავნის პროცესში და ყველა ტექნოლოგიური უბნის შედეგები გადაითვლება ხელით, რაც გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით მნიშვნელოვანი კომპონენტია.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,4 ნოემბრამდე საქართველოში
ცვალებადი ამინდი იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,4 ნოემბრამდე საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება.
15:45 / 31.10.2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 26
ოქტომბერს, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის
შეშლის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით
მიმდინარეობს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 26 ოქტომბერს, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
15:38 / 31.10.2024
„სამართლიანი არჩევნების“ დირექტორმა ნინო დოლიძემ ბრიფინგზე
განაცხადა, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ ჯამში 490 ინციდენტი და
დარღვევა დააფიქსირა.
„სამართლიანი არჩევნების“ დირექტორმა ნინო დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ ჯამში 490 ინციდენტი და დარღვევა დააფიქსირა.
15:32 / 31.10.2024
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით, საარჩევნო
ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება. როგორც ცესკო-ს
პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,
ზეწოლის ქვეშ არიან ყველა დონის საარჩევნო კომისიების, მათ შორის
საზღვარგარეთის საარჩევნო უბნის წევრები.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება. როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ზეწოლის ქვეშ არიან ყველა დონის საარჩევნო კომისიების, მათ შორის საზღვარგარეთის საარჩევნო უბნის წევრები.
15:15 / 30.10.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკი უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მარტივ წვდომას ანგარიშებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე. მათი საშუალებით ბიზნესს შეუძლია უსაფრთხო და დაცული საბანკო ოპერაციების დამოუკიდებლად შესრულება.
16:42 / 02-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 4 / 12 °C
img
საგარეჯო 4 / 10 °C
img
დ.წყარო 4 / 7 °C
img
სიღნაღი 4 / 14 °C
img
ლაგოდეხი 4 / 9 °C
img
ყვარელი 4 / 12 °C
img
თელავი 4 / 11 °C
img
ახმეტა 3 / 12 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.