ცესკოსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და ადგილობრივ არასამთავრობო
ორგანიზაციებს შორის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ
ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები ადმინისტრაციული რესურსების შესახებ
საარჩევნო კოდექსის 45-ე, 48-ე და 49-ე მუხლების ერთგვაროვან
განმარტებაზე თანხმდებიან და ადასტურებენ, რომ ადმინისტრაციული და
სასამართლო წარმოების დროს მემორანდუმში მითითებული განმარტებებით
იხელმძღვანელებენ.
როგორც ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ღონისძიების
მიმდინარეობისას აღნიშნა, ეს მნიშვნელოვანი პრაქტიკა 2010 წლიდან
დამკვიდრდა და მას შემდეგ ჩატარებულ ყველა საერთო არჩევნებზე
ტრადიციად იქცა. მისი თქმით, ეს ხელს უწყობს ადმინისტრაციული რესურსის
გამოყენების შესახებ საკითხების ერთგვაროვან აღქმას და ზოგადად
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას.
მემორანდუმს ხელი იმ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების
ნაწილმა მოაწერა, რომლებსაც 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გავლილი აქვთ
რეგისტრაცია. თუმცა როგორც ხესკოში განმარტავენ, დოკუმენტებზე
ხელმოწერა იქნება ღია და დარეგისტრირების შემდგომ ყველა მსურველს
ექნება საშუალება შემოუერთდეს მას.
მასალის გამოყენების პირობები