არჩევნების დღეს „სამართლიანმა არჩევნებმა“ ჯამში 490 ინციდენტი და დარღვევა დააფიქსირა-ნინო დოლიძე
„სამართლიანი არჩევნების“ დირექტორმა ნინო დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ ჯამში 490 ინციდენტი და დარღვევა დააფიქსირა.
მისივე თქმით, დაფიქსირებული ინციდენტებიდან 297 იყო საქართველოში გახსნილი საარჩევნო უბნების შიგნით გამოვლენილი დარღვევები, 167 - საარჩევნო უბნების გარეთ, ხოლო 26 - საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე.

„სხვადასხვა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში ორგანიზაციამ ჯამში წარადგინა 294 საჩივარი და 64 შენიშვნა. კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიებში - 104 საჩივარი (ასევე, დააფიქსირა 64 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში). საოლქო საარჩევნო კომისიებში - 189 საჩივარი (214 ფაქტთან დაკავშირებით). ცესკოში - 1 საჩივარი.

ორგანიზაციის მიერ წარდგენილი საჩივრები ძირითადი კატეგორიების მიხედვით: საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა და კენჭისყრის შედეგების ხელახალი დათვლა, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა, ხმის ფარულობის დარღვევა, ბიულეტენების გაცემის საკითხი, კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა, გადასატანი ყუთის შედეგების ბათილად ცნობა, მარკირების პროცედურის დარღვევა.

კენჭისყრის შენობაში გამოვლენილი ინციდენტი/დარღვევა (323). კერძოდ, ბიულეტენების ჩაყრა (2); მრავალჯერადი ხმის მიცემა/ხმის მიცემის მცდელობა (12); დამკვირვებლის უფლებების უკანონო შეზღუდვა/გაძევება(30); მარკირების პროცედურის წესის დარღვევა (76); ხმის ფარულობის დარღვევა (76); გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული დარღვევები (22); ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ხარვეზები (17); სხვა დარღვევები (62); საზღვარგარეთ შექმნილ უბნებში გამოვლენილი პრობლემები (26).

საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე გამოვლენილი ინციდენტი/დარღვევა (167). კერძოდ, კოორდინატორთა მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა (71- საარჩევნო უბნების 31%); სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების, ასევე, მუქარის ფაქტები საარჩევნო უბნების (25 - საარჩევნო უბნების 11%); ამომრჩეველთა ორგანიზებული ტრანსპორტირება (42 - საარჩევნო უბნების 19%); ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა (29 - საარჩევნო უბნების 13%).

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს გამოვლენილი ფუნდამენტური ხასიათის დარღვევების ერთობლიობამ გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე და, შესაბამისად, არჩევნების შედეგები ვერ განიხილება, როგორც საქართველოს ამომრჩევლის ნების გამოხატულება.

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია წარმოადგენდა 1,000-მდე მოკლევადიან დამკვირვებელს უბნის შიგნით, 231 დამკვირვებელს უბნის გარე პერიმეტრზე, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებელს, 85 მობილურ ჯგუფს, 23 იურისტს და 32 ოპერატორს, რომლებიც ფარავდნენ 73 საარჩევნო ოლქს. დაკვირვებისას გამოყენებული იყო რაოდენობრივი და თვისებრივი ინფორმაციის შეგროვება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი საარჩევნო უბნებიდან, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითია”, - აღნიშნა დოლიძემ.

მისივე განმარტებით, ამ არჩევნების მთავარი ცენტრალური პრობლემა ხმის მიცემის ფარულობა, ზეწოლა, ნების კონტროლი იყო.

„ჩვენც გვაქვს შეკითხვები ვერიფიკაციის აპარატებთან დაკავშირებით. რაც შეეხება სკანერის აპარატს, იქ ხელით გადათვლა იყო და მეტ-ნაკლებად არის დაკვირვების შესაძლებლობა. ვერიფიკაციის აპარატებში სიების ჩატვირთვის პროცესს და ასევე, აუდიტის პროცესს ჩვენ არ დავსწრებივართ. შესაბამისად, ძალიან ბევრი შეკითხვა ამასთან დაკავშირებით გვაქვს. ჩვენ ცესკოსთან გვქონდა არჩევნებამდე მოთხოვნა, თუ როგორ უნდა ჩატარებულიყო აუდიტი, ისე რომ, ის გამჭვირვალე, სანდო ყოფილიყო. ამ ეტაპზე ჩვენ არ ვიცით, როგორ ჩატარდა აუდიტი. მხოლოდ ის ინფორმაცია გვაქვს, რასაც ცესკო გასცემს. შესაბამისად, ძალიან ბევრი შეკითხვა ამასთან დაკავშირებით გვაქვს“, - განაცხადა დოლიძემ.

როგორც ის ამბობს, იზიარებენ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ პოზიციას, რომ მასშტაბურად მოხდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, რომელიც არის ფუნდამენტური უფლება.

„ამ არჩევნებზე ერთ-ერთი გამოწვევა იყო ხმის მიცემის ფარულობა.

როცა ცესკოს მიერ ორგანიზებული სასწავლო-სატრენინგო შეხვედრა იყო, რომელსაც ჩემი თანამშრომლები ესწრებოდნენ, ჩვენ ეს საკითხი მაშინვე დავაყენეთ, რომ მარკერი უკან გადადიოდა და გვითხრეს, რომ არჩევნების დღეს სხვა ქაღალდი იქნებოდა გამოყენებული. ამ არჩევნების მთავარი ცენტრალური პრობლემა ხმის მიცემის ფარულობა, ზეწოლა, ნების კონტროლი იყო“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
თიბისი ბანკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და
განცხადებას ავრცელებს.
თიბისი ბანკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.
22:45 / 30.11.2024
სანოქალაქო აქტივისტები გურჯაანში დღეს მშვიდობიან მარშს გამართავენ.
როგორც ისინი აცხადებენ, ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში
მთავრობის მიერ განხორციელებულ ქნედებებზე და უსამართლობაზე ხმის
ამაღლება.
სანოქალაქო აქტივისტები გურჯაანში დღეს მშვიდობიან მარშს გამართავენ. როგორც ისინი აცხადებენ, ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში მთავრობის მიერ განხორციელებულ ქნედებებზე და უსამართლობაზე ხმის ამაღლება.
15:27 / 30.11.2024
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მომხდარ
მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ
ორგანიზაცია, მისი მანდატის ფარგლებში ბოლომდე იდგება ხალხის გვერდით
მათი უფლებებისა და კონსტიტუციის დასაცავად.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ორგანიზაცია, მისი მანდატის ფარგლებში ბოლომდე იდგება ხალხის გვერდით მათი უფლებებისა და კონსტიტუციის დასაცავად.
15:48 / 29.11.2024
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მოქალაქეებმა აქცია გამართეს.
როგორ ისინი ამბობენ, აპროტესტებენ საქართველოში არსებულ მდგომარეობას
და კობახიძის განცხადებას.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მოქალაქეებმა აქცია გამართეს. როგორ ისინი ამბობენ, აპროტესტებენ საქართველოში არსებულ მდგომარეობას და კობახიძის განცხადებას.
11:48 / 29.11.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 3 / 7 °C
img
საგარეჯო 2 / 5 °C
img
დ.წყარო 1 / 2 °C
img
სიღნაღი 4 / 7 °C
img
ლაგოდეხი 1 / 5 °C
img
ყვარელი 3 / 7 °C
img
თელავი 1 / 6 °C
img
ახმეტა 1 / 7 °C
img
კალენდარი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.