საკანონმდებლო ორგანომ 88 ხმით, პარლამენტის 150 წევრის
უფლებამოსილება ცნო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
გიორგი კალანდარიშვილმა, კენჭისყრამდე, პარლამენტს 2024 წლის 26
ოქტომბრის არჩევნების შედეგები გააცნო.
გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, არჩევნებში 2 111 834-მა
ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. არჩევნების საბოლოო შედეგის
თანახმად, „ქართულმა ოცნებამ” 89 მანდატი (53, 93% ) მოიპოვა,
„კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროამ” – 19
მანდატი (11, 03%), „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობამ” – 16 მანდატი
(10.17%), „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” –
14 მანდატი (8,81%,), „გახარია საქართველოსთვის”- 12 მანდატი
(7,78%).
პარლამენტის წევრებმა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ქვეყნისადმი
ერთგულების ფიცი დადეს.
მასალის გამოყენების პირობები