მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო, რომელიც
პარლამენტის უხუცესმა წევრმა, ვლადიმერ კახაძემ გახსნა. რეგისტრაცია
პარლამენტის 89 წევრმა გაიარა.
დღეს პარლამენტი კენჭს უყრის პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების
საკითხს, აირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილეს და
მოადგილეებს, ასევე კომიტეტების თავმჯდომარეებს.
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ესწრებიან საქართველოს
მთავრობის წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების
უმაღლესი საბჭოებისა და მთავრობების ხელმძღვანელები, საქართველოს
სახალხო დამცველი, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები,
დედაქალაქის მერი, ცესკო-ს თავმჯდომარე და სასულიერო პირები.
მასალის გამოყენების პირობები