საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება.
დადგენილების პროექტი, პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.
დადგენილების პროექტს პარლამენტმა დღეს, პლენარულ სხდომაზე უყარა
კენჭი და მხარი დაუჭირა 80-მა დეპუტატმა არცერთის წინააღმდეგ.
პრეზიდენტის ინაუგურაციის დღედ კი, ამავე დადგენილებით, 29 დეკემბერი
განისაზღვრა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, თუ მეორე
ტურის გამართვა გახდება საჭირო, ის ჩატარდება იმავე დღეს, 14
დეკემბერს.
ცნობისთვის, საქართველოში პრეზიდენტს არაპირდაპირი წესით წელს
პირველად აირჩევს 300 კაცისგან შემდგარი კოლეგია.
ესენი არიან: საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი (150 დეპუტატი),
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (20 დეპუტატი), აჭარის
უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (21 დეპუტატი) და 109 ადამიანი
მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან.
საქართველოს მომავალი პრეზიდენტი 5 წლის ვადით აირჩევა.
მასალის გამოყენების პირობები