საქართველოს ახალი მთავრობა 28 ნოემბერს დამტკიცდება-შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით,
საქართველოს ახალი მთავრობა ხუთშაბათს, 28 ნოემბერს დამტკიცდება.
მისივე განმარტებით, დღეს და ხვალ მთავრობის შემადგენლობის და
პროგრამის განხილვა კომიტეტებში გაიმართება.
„წარმოდგენილია მთავრობის შემადგენლობა. განხილვები იქნება
დღეს და ხვალ კომიტეტებში. მთავრობის შემადგენლობის და პროგრამის
განხილვა ხუთშაბათს იქნება უკვე ფრაქციის სხდომაზე და შემდეგ,
პლენარულ სხდომაზე და დამტკიცება საქართველოს მთავრობის. ხუთშაბათს
დავამტკიცებთ მთავრობას,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები