რა საკითხებია ამოღებული 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამიდან
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამაში ცვლილებებია. კერძოდ, ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ისტორიის საგამოცდო პროგრამებიდან ამოიღეს რამდენიმე საკითხი, ავტორი და ნაწარმოები.

24-მდეა შემცირებული ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამაში შესული საკითხების რაოდენობა.

მთლიანად ამოღებულია შემდეგი ავტორების შემოქმედება:

ალექსანდრე ჭავჭავაძე;
ალექსანდრე ყაზბეგი;
პოლიკარპე კაკაბაძე;
პაოლო იაშვილი.
კერძოდ, ამოღებულია ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი „გოგჩა“; ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა „ხევისბერი გოჩა“, პოლიკარპე კაკაბაძის პიესა „ყვარყვარე თუთაბერი“; პაოლო იაშვილის ლექსი „პოეზია“.
საგამოცდო პროგრამაში შემცირდა სხვა ავტორების ნაწარმოებების - ან ნაწარმოებების კონკრეტული თავების - რაოდენობაც.

ასევე ამოღებულია სულხან-საბა ორბელიანის ნაწარმოებიდან „სიბრძნე-სიცრუისა“: მემკვიდრის აღზრდის ამბავი; იგავ-არაკები: „მეფე ხორასნისა“, „ძუნწი და ვაჭარი“; „უგუნური მცურავი“, „სამნი ბრმანი“, „მეფუნდუკე და დიდვაჭარი“;

საგამოცდო პროგრამების ნუსხაში დავით გურამიშვილის შემოქმედების გასულ წელს არსებული ვრცელი სიიდან მხოლოდ ორი ნაწარმოებია დარჩენილი.

გრიგოლ ორბელიანის შემოქმედებიდან ამოღებულია „საღამო გამოსალმებისა“ და „პასუხი შვილთა“.

ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსებიდან ამოღებულია: „არ უკიჟინო, სატრფოო“, „ცისა ფერს“, „ხმა იდუმალი“, „სულო ბოროტო“, „ვპოვე ტაძარი“.

ილია ჭავჭავაძის შემოქმედებიდან ამოღებულია: „ბედნიერი ერი“, „პასუხის პასუხი“, „ჩემო კალამო“, „განდეგილი“ და „აჩრდილი“.

აკაკი წერეთლის ლექსებიდან ამოღებულია „აღმართ-აღმართ“, „სულიკო“, „ქებათა ქება“.

ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებიდან ამოღებულია „რამ შემქმნა ადამიანად“, „იას უთხარით ტურფასა“; „ბახტრიონი“; „ამოდის, ნათდება“ და პუბლიცისტური წერილი „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“.

ამოღებულია გალაკტიონ ტაბიძის „მშობლიური ეფემერა“, ასევე გიორგი ლეონიძის „ნინოწმინდის ღამე“.

პროგრამაში ანა კალანდაძის ლექსი „მკვდართა მზე ვარ“ ჩანაცვლებულია ლექსით - ახლა იქნება „ვაჟაო, დილის მზის სხივო“.

რაც შეეხება ისტორიის გამოცდას, ამოღებულია 1802, 1804, 1812, 1819-20 წლის აჯანყებები რუსეთის წინააღდეგ.

2024 წლის გამოცდებისათვის ცალკე საკითხად იყო გამოყოფილი „საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში“.

  • რუსეთის მიერ ქართული სამეფო-სამთავროების დაპყრობა;
  • აჯანყებები საქართველოში ცარიზმის წინააღმდეგ XIX საუკუნის პირველ ნახევარში;
  • საქართველო მეფისნაცვლობის პერიოდში;
  • ალექსანდრე II-ის რეფორმები;
  • რუსეთ-ოსმალეთის ომები და საქართველო.
2025 წლის პროგრამაში ერთ-ერთი თავის სათაურია „მსოფლიო და საქართველო XIX საუკუნეში“, რომელიც მოიცავს საკითხებს: „ნაპოლეონის ეპოქა“, „დიდი ბრიტანეთი“, „რუსეთი“,  „საქართველო XIX საუკუნეში“ („საქართველოს დაპყრობა რუსეთის მიერ“, „1832 წლის შეთქმულება“ და „თერგდალეულები“).
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
თიბისი ბანკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და
განცხადებას ავრცელებს.
თიბისი ბანკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.
22:45 / 30.11.2024
სანოქალაქო აქტივისტები გურჯაანში დღეს მშვიდობიან მარშს გამართავენ.
როგორც ისინი აცხადებენ, ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში
მთავრობის მიერ განხორციელებულ ქნედებებზე და უსამართლობაზე ხმის
ამაღლება.
სანოქალაქო აქტივისტები გურჯაანში დღეს მშვიდობიან მარშს გამართავენ. როგორც ისინი აცხადებენ, ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში მთავრობის მიერ განხორციელებულ ქნედებებზე და უსამართლობაზე ხმის ამაღლება.
15:27 / 30.11.2024
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მომხდარ
მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ
ორგანიზაცია, მისი მანდატის ფარგლებში ბოლომდე იდგება ხალხის გვერდით
მათი უფლებებისა და კონსტიტუციის დასაცავად.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ორგანიზაცია, მისი მანდატის ფარგლებში ბოლომდე იდგება ხალხის გვერდით მათი უფლებებისა და კონსტიტუციის დასაცავად.
15:48 / 29.11.2024
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მოქალაქეებმა აქცია გამართეს.
როგორ ისინი ამბობენ, აპროტესტებენ საქართველოში არსებულ მდგომარეობას
და კობახიძის განცხადებას.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მოქალაქეებმა აქცია გამართეს. როგორ ისინი ამბობენ, აპროტესტებენ საქართველოში არსებულ მდგომარეობას და კობახიძის განცხადებას.
11:48 / 29.11.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 3 / 7 °C
img
საგარეჯო 2 / 5 °C
img
დ.წყარო 1 / 2 °C
img
სიღნაღი 4 / 7 °C
img
ლაგოდეხი 1 / 5 °C
img
ყვარელი 3 / 7 °C
img
თელავი 1 / 6 °C
img
ახმეტა 1 / 7 °C
img
კალენდარი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.