თიბისი ლიზინგის და BMW-ს სპეციალური შეთავაზება - ისარგებლე განსაკუთრებული ფასდაკლებით და დაიბრუნე ღირებულების 20%
თიბისი ლიზინგის და GT Motors-ის საახალწლო შეთავაზების ფარგლებში ახალი BMW-ს შეძენა 87 000 ლარამდე ფასდაკლებით შეგიძლიათ, ხოლო 6 თვიანი გადახდის შემდეგ ღირებულების 20%-ს დაიბრუნებთ.
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი ლიზინგის გამარტივებული პირობებით ისარგებლებს.
„ ჩვენი და GT Motors-ის პარტნიორობა მრავალ წელს და საინტერესო პროექტს ითვლის. წელს გადავწყვიტეთ, რომ საახალწლო შეთავაზების ფარგლებში დიდი ფასდაკლება და სპეციალური პირობა შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის, რაც 6 თვის შემდეგ საგარანტიო თანხის დაბრუნებას გულისხმობს. დამეთანხმებით, რომ BMW გერმანული ავტოწარმოების ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდია, შესაბამისად, მისი მოყვარულები განსაკუთრებული ლოიალობით გამოირჩევიან, ამიტომ, ვფიქრობთ ჩვენი აქცია საინტერესო იქნება“ - ეკა ანჯაფარიძე, თიბისი ლიზინგის ავტო მიმართულების ხელმძღვანელი.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, განსაკუთრებული პირობებით ისარგებლონ და შეიძინონ BMW-ს საყვარელი მოდელები, მათ შორის X5, X6, X7, სედანები და სრულიად ახალი X2. აქცია ასევე ვრცელდება BMW-ს სრულად M სერიის ავტომობილებზე. მიმდინარე შეთავაზება არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც თიბისი ლიზინგთან თანამშრომლობით განხორციელდა. ტესტ-დრაივი შესაძლებელია წინასწარი ჩაწერით ჩვენს შოურუმში. ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ პირს, გაეცნონ BMW-ს მოდელების დინამიკასა და პრემიუმ ხარისხს“, - თამუნა დიასამიძე, BMW-ს გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

[R]
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები TBC / თიბისი /


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler deneme bonusu
1xbet MobilBetturkey GüncelBetist Mobiltrbetsupertotobet bonusbetrollerbetpionerMariobet Güncel GirişBahis.com girişTarafbet Giriş