გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მოქალაქეებმა აქცია გამართეს.
როგორ ისინი ამბობენ, აპროტესტებენ საქართველოში არსებულ მდგომარეობას
და კობახიძის განცხადებას.
„ვაპროტესტებთ არსებულ სიტუაციას, კობახიძის გუშინდელ განცხადებას,
მმართველი პარტიის, საერთოდ მთავრობის ქმედებებს. რაღა დაგვრჩენია,
იმის გარდა, რომ გამოვიდეთ და გავაპროტესტოთ. ვფიქრობ, სახლში არავინ
უნდა დარჩეს და რითაც შეუძლია, ისე გააპროტესტოს,“ - ამბობს აქციის
მონაწილე მირანდა ფაიქიძე.
„ჩვენი შვილების დაგეგმილ მომავალს ვაპროტესტებთ. არ შეიძლება, რაც
დღეს ხდება, ჩვენს გმირებს აფურთხებენ სულში. საერთოდ არ ადარდებთ
არაფერი, ადარდებთ მხლოდ ნეპოტიზმი, თავიანთი ხალხი, თავიანთი
კეთილდღეობა. თბილად და რბილად სხედან და არ ადარდებთ მომავალი თაობის
ბედი, რაც იგეგმება და ანონსდება, ეს არის აბსოლუტური რეგრესი,“ -
აცხადებს აქციის კიდევ ერთი მონაწილე რუსუდან ზარდიაშვილი.
ცნობისთვის, გუშინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლამდე
ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში
არ დააყენებენ.
მასალის გამოყენების პირობები