საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მომხდარ
მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ
ორგანიზაცია, მისი მანდატის ფარგლებში ბოლომდე იდგება ხალხის გვერდით
მათი უფლებებისა და კონსტიტუციის დასაცავად.
„საქართველოში მოქალაქეების 80%-ზე მეტი მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ
და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს არა მხოლოდ საზოგადოებრივი ნება –
ეს კონსტიტუციით გარანტირებული არჩევანია!
არალეგიტიმურად დამტკიცებულმა მთავრობამ არ უნდა მიიღოს
გადაწყვეტილებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას და
მოქალაქეების ნებას.
საია , როგორც ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მისი
მანდატის ფარგლებში ბოლომდე იდგება ხალხის გვერდით მათი უფლებებისა და
კონსტიტუციის დასაცავად,“ - აღნიშნულია
საიას მიერ
გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 29 ნოემბერს, დილის 07.00 საათზე სპეცრაზმმა
თბილისში, რუსთაველის გამზირზე დააკავა ანტირუსული აქციის მონაწილეები
და საბოლოოდ დაშალა აქცია. მოქალაქეები აპროტესტებენ მმართველი
პარტიის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრების
შეჩერების შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები