თიბისი ბანკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და
განცხადებას ავრცელებს.
"თიბისი, როგორც საქართველოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი და
ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანია, თავისი არსებობის
32-წლიანი ისტორიის მანძილზე, ყოველთვის იდგა და იდგება საქართველოს
ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე.
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი ჩვენი ქვეყნის
აბსოლუტური უმრავლესობის ისტორიული არჩევანია, რომელიც გამყარებულია
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ
ევროპული ინტეგრაციის დროებით შეჩერება ეწინააღმდეგება ქართველი
ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას.
თიბისი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს ევროპული და
ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერი.
ჩვენ ვდგავართ თავისუფლებისა და ევროპული კურსისთვის მებრძოლი
ქართველი ხალხის გვერდით და მკაცრად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი
დემონსტრანტების მიმართ.
#ერთად გავიმარჯვებთ საქართველოსთვის"-აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები