დღეს, 2 დეკემბერს 18:00 საათზე პაპას ბაღში მორიგი მშვიდობიანი აქცია
გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, ისინი დღევანდელ სამწუხარო
რეალობას გააპროტესტებენ.
„2 დეკემბერს ექვს საათზე პაპას ბაღში შევიკრიბებით მშვიდობიანი
აქციისთვის გადავინაცვლებთ მერიასთან.
პირველ რიგში, მოგიწოდებთ მშობლებს, თქვენი შვილებისთვის, ასევე
ბებიებს, ბაბუებს, სტუდენტებსა თუ სკოლის მოსწავლეებს გამოდით და
ერთად გავაპროტესტოთ დღევანდელი სამწუხარო რეალობა. გთხოვთ ნუ
დაგვაბრუნებთ იმ მძიმე და ბნელ წარსულში.
თუ ღმერთმა მოგვცა თავისუფლება, ნუ მივცემთ რუსეთს ამ თავიუფლების
შეზღუდვის უფლებას. მადლობა ყურადღებისთვის (გთხოვთ გადააზიაროთ).
გურჯაანი ჩვენია და არასდროს მიიღებს რუსეთს.
"ილიას გზით ევროპაში",“ - წერენ აქციის ორგანიზატორები ფეისბუქის
გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები