როდის მოხდება საკრებულოს სარდაფის გაწმედა ფეკალური მასებისგან?
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული, ე.წ. საკრებულოს შენობის სარდაფი ფეკალური მასითაა სავსე. აღნიშნული საკითხი "სპექტრმა" არაერთხელ გააშუქა. როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯონი ოსიაშვილი განმარტავდა, მდგომარეობა მეტად სავალალო და სასწრაფოდ მისახედია. -"თავიდან გვეგონა, რომ პრობლემის მოგვარებას შედარებით ნაკლები თანხა დასჭირდებოდა. როდესაც სპეციალისტებმა ვითარება შეისწავლეს და მდგომარეობა ამიხსნეს, მივხვდი, რომ ნაუცბათევი შეკეთება არაფერს შეცვლის. შესაძლოა, ხვალ იგივე ვითარება შეიქმნას და ისევ დაზიანდეს. როგორც ჩანს, სერიოზული სამუშაოს ჩატარებაა საჭირო. სხვათა შორის, ესე ყოფილა წლების განმავლობაში და გუშინ და გუშინწინდელი პრობლემა არ არის. საერთოდ ბევრი რამ არის მისახედი, მაგრამ როგორც კი ხარჯთაღრიცხვას გააკეთებენ, მაგ შენობას აუცილებლად პირველ კატეგორიაში ჩავსვამ," _ აღნიშნა ჯონი ოსიაშვილმა სპექტრთან საუბარში (#15(383). გასულ კვირას გამგებლის მოადგილემ ინფრასტრუქტურის დარგში ზვიად ყვირალაშვილმა "სპექტრს" განუცხადა: -"ხარჯთაღრიცხვა შედგენილია და დაახლოებით 17 000 ლარზეა საუბარი. მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა. პრობლემა უახლოეს მომავალში გადაიჭრება." მისივე თქმით, ამ თანხით შენობაში არსებული საკანალიზაციო სისტემის პრობლემა გადაწყდება. რაც შეეხება ნაგებობის სრულ რეაბილიტაციას, ეს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხებით განხორციელდება. ლანა გულოშვილი ამავე თემაზე: საკრებულოს შენობა ფეკალურ მასაზე დგას უპასუხისმგებლობის შედეგი – მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემა
| Print |
FaceBook Twitter Google