ანონსი
კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია შეეზღუდება
ენერგო-პრო ჯორჯიას მიერ ელექტროგადამცემ ხაზზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 8 დეკემბერს აბონენტების ნაწილს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ყვარლის მუნიციპალიტეტი:
10:30-დან 17:00 საათამდე სოფლები: გავაზი, ზინობიანი, ჩანთლისყურე, ოქტომბერი.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი:
10:00-დან 18:00 საათამდე სოფლები: მანავი, თოხლიაური.
11:40-დან 12:20 საათამდე ქალაქ საგარეჯოს ნაწილი.

სიღნაღის მუნიციპალიტეტი:
11:00-დან 13:30 საათამდე სოფლები: ძველი ანაგა, ხირსა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი:
10:00-დან 17:00 საათამდე სოფლები: თამარიანი, ჭიაური, სვიდება.

თელავის მუნიციპალიტეტი:
11:00-დან 15:00 საათამდე სოფელ კურდღელაურის ნაწილი.
11:00-დან 18:00 საათამდე სოფლები: ართანა, ლაფანყური.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი:
10:00-დან 11:00 საათამდე ქალაქ დედოფლისწყაროს ნაწილი, სოფელ გამარჯვების ერთი უბანი 205 აბონენტი.
სამუშაოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღდგება.
| Print |
FaceBook Twitter Google