ანონსი
კახეთში რამდენიმე მუნიციპალიტეტს დენი გაეთიშება
,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ელექტროგადამცემ ქსელზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით 10 იანვარს კახეთში აბონენტების ნაწილს, ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება.

თელავის მუნიციპალიტეტი:
11:00-დან 17:00 საათამდე ქალაქ თელავში: ახვლედიანის, ბარნოვის და ანტონ კათოლიკოსის ქუჩებს.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი:
11:00-დან 14:00 საათამდე ქალაქ დედოფლისწყაროში: რუსთაველის, შირაქის, ჭავჭავაძის, თბილისის, წერეთლის და ნიკორციხის ქუჩებს.
11:00-დან 16:00 საათამდე სოფელ ქვემო ქედის ნაწილს 261 აბონენტს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტი:
10:00-დან 18:00 საათამდე სოფლები: ანაგა, ვაქირი, საქობო, მაშნაარი.
16:00-დან 18:00 საათამდე სოფელი ერისიმედი.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი:
13:00-დან 16:00 საათამდე სოფელი კაკაბეთი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტი:
11:00-დან 11:30 საათამდე სოფელი ჩუმლაყი.
12:00-დან 12:30 საათამდე სოფელი ყიტაანი.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი:
10:30-დან 16:00 საათამდე სოფელ მშვიდობიანის ნაწილი 76 აბონენტი.
10:30-დან 15:00 საათამდე სოფელ კავშირის ნაწილს 260 აბონენტს.
10:30-დან 17:30 საათამდე სოფლები: ბოლქვი, გიორგეთი,არეშფერანი,ლაფნიანი.
15:30-დან 16:30 საათამდე ქალაქ ლაგოდეხის ნაწილის.

სამუშაოების დასრულებისთანავე ქსელიდან გათიშულ აბონენტებს ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღუდგება.
| Print |
FaceBook Twitter Google