ანონსი
ხვალ კახეთში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

საგარეჯოს რაიონი:
09:00-დან 12:00 საათამდე სოფლები: ხაშმი, თოხლიაური, მანავი,სართიჭალა და მიმდებარე სოფლებში, 1075 აბონენტს.
13:00-დან 18:00 საათამდე სოფლები: ბადიაური, ვერხვიანი, კაკაბეთი და მიმდებარე სოფლებში 208 აბონენტს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტი:
10:00-დან 18:00 საათამდე სოფლები: ვეჯინი, ძირკოკი, არაშენდა, მუკუზანი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ქალაქ  გურჯაანში თელავის, ფარნავაზ მეფის, ცაბაძის, ასათიანის და მიმდებარე ქუჩებზე, 4659 აბონენტს.

თელავის მუნიციპალიტეტი:
10:00-დან 18:00 საათამდე სოფლები: ნასამხარლო, კურდღელაური, ნაფარეული და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე თელავში ზურაბაშვილის, თურდოსპირელის,გელოვანის, ჩოლოყაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, 2599 აბონენტს.

ყვარლის მუნიციპალიტეტი:
11:00-დან 15:00საათამდე სოფლები: გავაზი, ზინობიანი,ახალსოფელი, შილდა და მიმდებარე სოფლებში, 1906 აბონენტს.

ახმეტის მუნიციპალიტეტი:
11:00-დან 15:00 საათამდე სოფლები: დუისი, ბირკიანი, ხალაწანი, ახმეტა, ვეძები და მიმდებარე სოფლებში, 2402 აბონენტს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი:
15:00-დან 17:00 საათამდე  ლაგოდეხში წერეთლის, თავისუფლების, გურამიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე. 1545აბონენტს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |
FaceBook Twitter Google