ანონსი
ხვალ კახეთში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს კახეთის აბონენტების ნაწილს.

10:00-დან19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 269 აბონენტს თელავში ლეონიძის, ფალიაშვილის, მაიაკოვსკის, მარჯანიშვილის,მელითაურის, ასათიანის და მიმდებარე ქუჩებზე.
10:00-დან 18:00 საათამდე 1427 აბონენტს ჯუღაანში, საგარეჯოში, კონდოლში, ართანასა და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 15:00 საათამდე 136 აბონენტს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელში სამთაწყარო.
12:00-დან 15:00 საათამდე 4256 აბონენტს წინანდალში, კურდღელაურში, კისიხევსა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |
FaceBook Twitter Google