ანონსი
ხვალ კახეთში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს კახეთის აბონენტების ნაწილს.

10:00-დან 19:00 საათამდე ქალაქ თელავში: ბიბერახის, ნადიკვარის, თეთრიანის,ლეონიძის, ფალიაშვილის, რობაქიძის და ამირეჯიბის ქუჩებს, 269 აბონენტს. 16:00-დან 18:00 საათამდე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლს.

11:00-დან 18:00 საათამდე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანს.

13:00-დან 13:30 საათამდე ქალაქ გურჯაანში ვაჟა-ფშაველას ქუჩას, ხოლო 10:00-დან 13:00 საათამდე სოფელ ვაზისუბანს. 11:00-დან 14:00 საათამდე სოფლებს: ჭერემს, ველისციხეს (ნაწილს), ზეგაანს, მუკუზანს და ახაშენს.

11:00-დან 18:00 საათამდე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებს: გავაზს, ზინობიანს და ჭიკაანს.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღდგება.
| Print |
FaceBook Twitter Google