ანონსი
კახეთში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 მარტს ელექტროენერგიის მიწოდებაშეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს კახეთის აბონენტების ნაწილს.

07:30-დან 08:30 საათამდე ქალაქც თელავში:  ალაზნის გამზირს, კავკასიონის ქუჩას და მიმდებარე ქუჩებს. 10:00-დან 19:00 საათამდე ბიბერახის, ნადიკვარის,თეთრიანის, ლეონიძის, ფალიაშვილის, რობაქიძის და ამირეჯიბის ქუჩებს, 269აბონენტს.
10:30-დან 19:00 საათამდე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში 76 აბონენტს. 11:00-დან 19:00 საათამდე სოფელ სანიორეს.

12:00-დან 13:00 საათამდე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახს.

12:00-დან 14:00 საათამდე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ახალსოფელს (ნაწილს), მთისძირს და ბალღოჯიანს.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღდგება.
| Print |
FaceBook Twitter Google