ანონსი
ხვალ კახეთში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

10:00-დან 19:00 საათამდე ქალაქ თელავში: აღმაშენებლის, რუსთაველის გრიბოედოვის და მიმდებარე ქუჩებს. აგრეთვე სოფელ ვარდისუბანს.

10:00-დან 15:00 საათამდე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებს: მელაანს და ჩალაუბანს.

14:20 -დან 15:20 საათამდე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარს. 12:00-დან 15:00 საათამდე სოფელ კაბალს.
11:00-დან 18:30 საათამდე სოფლებს: არეშფერანს,ბოლქვს და გიორგეთს.

15:00-დან 17:00 საათამდე ქალაქ დედოფლისწყაროს ნაწილს.

10:00-დან 18:00 საათამდე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებს: გომბორს,ვერონას, ასკილაურს რუსიანს, პალდოს და მიმდებარე სოფლებს.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღდგება.


| Print |
FaceBook Twitter Google