ანონსი
ხვალ კახეთში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
06:00-დან 07:00 საათამდე ქალაქ თელავში: დავით რექტორის, კვირიკე დიდის, უნივერსიტეტის, სააკაძის, ახვლედიანის, ბარნოვის, ანტონ კათოლიკოსის, ტაბიძის, ჩოხელის, მოსეშვილის, ერეკლე მეორის და მიმდებარე ქუჩებს (1135 აბონენტი).
10:30-დან 19:00 საათამდე სოფელ ვარდისუბნის ნაწილს (309 აბონენტი).

10:45-დან 12:00 საათამდე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღდგება.
| Print |
FaceBook Twitter Google