ანონსი
ხვალ კახეთში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიაშ“ აბონენტების ნაწილს. 16:00-დან 18:00 საათამდე ქალაქ თელავში: გოგებაშვილის, ჭონქაძის, ნინოშვილის, კვირიკე დიდის, ბაგრატიონის,ბახტრიონის ქუჩებს.
13:00-დან 14:00 საათამდე მშვიდობისა და სადგურის ქუჩის ნაწილს.
10:00-დან 18:00 საათამდე სოფელ ვარდისუბანს.

10:00-დან 18:00 საათამდე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებს: არეშფერანს, ბოლქვს, გიორგეთს, კაკლიანს, ხოშეტიანს,ლაფნიანს.
13:00-დან 18:00 საათამდე სოფლებს: ზემო და ქვემო გურგენიანს, ნინიგორს, გელათს, ხიზას და სატელევიზიო ანძებს (ტელეცენტრი).

11:10-დან 18:30 საათამდე ქალაქ ახმეტის ნაწილს.
12:30-დან 18:00 საათამდე ქალაქ საგარეჯოს ნაწილს.
11:00-დან 13:00 საათამდე ქალაქ დედოფლისწყაროს ნაწილს- რუსთავეელის ქუჩას.

სამუშაოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღდგება.
| Print |
FaceBook Twitter Google