ანონსი
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საზაფხულო დასაქმების პროგრამას იწყებს
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ სტუდენტთა „საზაფხულო დასაქმების პროგრამას“ იწყებს. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მიერ ინიცირებული, საზაფხულო დასაქმების პროგრამის ფარგლებში, ენერგეტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი (მე-3, მე-4) კურსის სტუდენტებს და ახალ კურსდამთავრებულებს, ასევე პროფესიული კოლეჯების, ენერგეტიკის და ელექტრო ინჟინერიის მიმართულების სტუდენეტებს ექნებათ შესაძლებლობა კომპანიაში გაიარონ 2 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება.

,,შერჩეული კანდიდატები გაივლიან სტაჟირებასა და ტრენინგებს კომპანიის სათაო ოფისში (თბილისში) და რეგიონულ ფილიალებში (ქუთაისი, ბათუმი, ხაშური, თელავი), შემდეგ მიმართულებებში: მაღალი ძაბვის ქვესადგურების ექსპლუატაცია, სარელეო დაცვა და დიაგნოსტიკა, ელ. გადამცემი ხაზების და მოწყობილობების პროექტირება/ექსპლუატაცია, ელ. მრიცხველების ლაბორატორია, გენერაცია (ჰიდროელექტრო სადგურები), შრომის უსაფრთხოება, ენერგოზედამხედველობა, დისპეჩერიზაცია, „SCADA” და „GIS” სისტემები, აბონენტთა ურთიერთობა (ქოლ ცენტრის) და სხვა“- განაცხადაბა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საუკეთესო სტუდენტებს/კანდიდატებს მიეცემათ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა.

საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება კომპანიის სათაო ოფისში (თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის N19) 7 ივლისს, 11:00 საათზე; აგრეთვე, რეგიონალურ ოფისებში (ქუთაისი, ბათუმი, ხაშური, თელავი) 4-დან 7 ივლისის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციის მიღება და საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია კომპანიის ოფიციალურ საიტზე www.energo-pro.ge
| Print |
FaceBook Twitter Google