ანონსი
ხვალ კახეთში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
08:00--დან 12:00 საათამდე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმას. 10:00 დან 12:00 საათამდე სოფელ ბადიაურს.
10:00-დან 19:00 საათამდე ქალაქ თელავში: აღმაშენებლის, გრიბოედოვის და გოშაძის ქუჩებს.
05:00-დან 10:00 საათამდე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლს.
07:00-დან 12:00 საათამდე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ახალსოფელს, მთისძირს და სარუსოს.
10:00-დან 13:00 საათამდე გურჯაანში: 9 აპრილის, გაბაშვილის, მაჩაბლის, გოგოლის, ქოროღლიშვილის, კოსტავას, თავისუფლების, თაყაიშვილის, რუსთაველის, ბესიკის ქუჩებს. კოტეხის უბანს და საავადმყოფო ,, ჯეოჰოსპიტალს“.
12:00-დან 17:00 საათამდე ქალაქ დედოფლისწყაროში: ჰერეთის, 9 აპრილის, მეგობრობის, ალაზნის, პრესის, მეტალურგების, ჩოლოყაშვილის, 26 მაისის, სამთოელების, ვაჟა-ფშაველას, არხოტის, ერეკლე მეორის, ბეჟანიშვილის, თავისუფლების, თამარის, პირველი მაისის და მიმდებარე ქუჩებს, ასევე სოფელ წითელწყაროს.

სამუშაოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღდგება.
| Print |
FaceBook Twitter Google