ანონსი
ხვალ კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია შეუწყდება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

07:00-დან 09:00 საათამდე ქალაქ თელავში: ალაზნის გამზირს და კავკასიონის ქუჩას.
10:00-დან 19:00 საათამდე  გოგებაშვილის,ჭონქაძის,ნინოშვილის,კვირიკე დიდის,ბახტრიონის,ბაგრატიონოს და მიმდებარე ქუჩებს. სოფ. კურდღელაურში ქლუხორის უბანს.
12:00-დან 14:00 საათამდე სოფლებს: სანიორეს,ლალისყურს და ფშაველს.

13:20-დან 19:00 საათამდე ახმეტის მუნიციპალიტეტში პანკისის ხეობის სოფლებს.

10:00-დან 19:00 საათამდე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედს.
12:30-დან 15:30 საათამდე სოფლებს: ვაქირს,ანაგას,საქობოს და მაშნაარს.

10:00 დან 16:00 საათამდე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ლელიანს,აფენს,ჭაბუკიანს.
10:00-დან 14:00 საათამდე სოფლებს:ზემო გურგენიანს,ქვემო გურგენიანს, ხიზას, ნინიგორს, გელათს და ტელეცენტრს.

11:30-დან 13:30 საათამდე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ვეჯინს, ძირკოკს და კოლაგს.

სამუშაოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღდგება.

| Print |
FaceBook Twitter Google