ანონსი
რეაბილიტაციის გამო აბონენტების ნაწილს დენი გაეთიშება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

06:00-დან12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თელავში ჭავჭავაძის, კირიონის, მეგობრობის, ზუზუმბოს, ჩოლოყაშვილის,კურდღელაშვილის, აივაზაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე,
10:00-დან 13:00საათამდე აბონენტებს თელავის რაიონის სოფლებში რუისპირი, ახატელი,ყარაჯალა და მიმდებარე სოფლებში,
10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს სიღნაღის რაიონის სოფელ წნორში,
12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში და მიმდებარეტერიტორიაზე,
15:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გურჯაანის რაიონის სოფლებში კარდენახი, ბაკურციხე, არაშენდა, ჩუმლაყი, ახაშენი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |
FaceBook Twitter Google