ანონსი
რეაბილიტაციის გამო კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს დენი გაეთიშება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

12:00-დან 18:00 საათამდე თელავში რუსთაველის ქუჩას, სოფლებს: აკურას და კურდღელაურს
10:30-დან 18:00 საათამდე ყვარლის ნაწილს
07:00-დან 09:00 საათამდე ახმეტას
10:00-დან 11:00 საათამდე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ზემო ალვანს, ქვემო ალვანს, ფიჩხოვანს, არგოხს,ბაბანეურს და ალავერდს
11:30-დან 16:00 საათამდე დედოფლიწყაროს ნაწილს
11:00-დან 18:00 საათამდე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედს
13:00-დან 18:00 საათამდე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებს: გომბორს, პალდოს, ვერონას, სასადილოს,ასკილაურს გორანას და იკვლივგირანას.
12:00-დან 14:00 საათამდე და 18:00-დან 19:00 საათამდე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანს

სამუშაოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღდგება.

| Print |
FaceBook Twitter Google