არჩევნები
კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა ონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა ენუქიძის წარდგენაზე [R]
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მივესალმები პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელ მდივანს ირაკლი კობახიძეს, მეუფეს, სასულიერო პირებს, ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ დღეს აქ მობრძანებისთვის.

მინდა დღევანდელი გამოსვლა დავიწყო მოლოცვით და სრულიად საქართველოს, ქართველ გულშემატკივარს მივულოცო საქართველოს ეროვნული ნაკრების გუშინდელი ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება.

მოხარული ვარ, რომ დღეს, თქვენ წინაშე ამ ულამაზეს და გამორჩეულ მხარეში ვიმყოფები, სადაც მშრომელი, თავის სამშობლოზე, ქალაქზე, მხარეზე შეყვარებული ადამიანები ცხოვრობენ.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ქალაქი საქართველოში ტოლერანტობის ერთ-ერთი მთავარი ცენტრია, რაც როგორც პირადად ჩემთვის, ისე ნებისმიერი ადამიანისთვის განსაკუთრებით დასაფასებელი და საპატივცემულოა.


ონის მუნიციპალიტეტი, როგორც მთლიანად თქვენი საოცარი მხარე, გამორჩეულია უნიკალური ბუნებითა და სამზარეულოთი, რაც ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარების კარგი წინაპირობაა. რასაკვირველია, ჩვენი ხელისუფლება კვლავაც აქტიურად გააგრძელებს ადგილობრივების მხარდაჭერას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას.


ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და მომავალშიც მიექცევა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც როგორც უშუალოდ თქვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანების, ისე მთელი რეგიონის ინტერესშია.


მოგეხსენებათ, ხელისუფლების ძალისხმევით ხორციელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ფარგლებშიც, ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება. ეს 55-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის სამუშაოები მიმდინარეობს, მომდევნო წელს დასრულდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით ქალაქებსა და სოფლებში.


დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი დამეთანხმება, რომ 2012 წლიდან, მასშტაბური ინფრასტრუქტურული, გარემოსდაცვითი პროექტების და ტურიზმის განვითრების პარალელურად, დიდი ყურადღება ექცევა რეგიონში სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის განვითარებას. სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით არაერთმა თქვენგანმა ისარგებლა ჩვენს ქვეყანაში და ამ მიმართულებით მუშაობა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.


ძალიან მსიამოვნებს, როდესაც დავდივართ რეგიონებში და ვხედავთ, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერითა და თანადაფინანსებით წარმოდგენილი პროგრამებით სარგებლობს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ხორციელდება სხვადასხვა სახის პროექტები. ბუნებრივია, მიღწეული წარმატებების კვალდაკვალ არსებობს გამოწვევები, რომელიც ჩვენს წინაშე დგას და რომელთა დაძლევაც ჩვენი გუნდის პრიორიტეტია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში თითოეული თქვენგანის ჩართულობა და როლი მნიშვნელოვანია.

მჯერა, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას და პრობლემას, რომელიც ონის მუნიციპალიტეტს, ზოგადად ამ რეგიონს აწუხებს და ქვეყანაშია. არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუ როგორ შეგვიძლია 2012 წლიდან, ერთიანი ძალისხმევით მივაღწიოთ მნიშვნელოვან გამარჯვებას.


31 ოქტომბერს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები. ეს გეხებათ როგორც თქვენ, აქ მცხოვრებ ადამიანებს, ისე სრულიად საქართველოს. მჯერა, 31 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ეს იქნება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო".

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
კახეთში, მე-10 მაჟორიტარული ოლქის 154 უბნიდან ამ დროისთვის
დათვლილია 123 უბნის მონაცემები.
კახეთში, მე-10 მაჟორიტარული ოლქის 154 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 123 უბნის მონაცემები.
00:54 / 22.11.2020
დღეს, არჩევნების მეორე ტურში, კახეთის მე-10 მაჟორიტარულ საარჩევნო
ოლქში სასურველი კანდიდატისთვის ხმის მისაცემად, 51 785 ამომრჩეველი
მივიდა
დღეს, არჩევნების მეორე ტურში, კახეთის მე-10 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში სასურველი კანდიდატისთვის ხმის მისაცემად, 51 785 ამომრჩეველი მივიდა
22:45 / 21.11.2020
12:00 საათის მონაცემებით, კახეთის მე-10 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში
თავისი არჩევანი 15 844-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც პირველ
ტურთან შედარებით თითქმის 2-ჯერ ნაკლებია. პირველი  ტურის 12:00
საათის მონაცემებით, უბანზე  31 576 ამომრჩეველი იყო მისული.
12:00 საათის მონაცემებით, კახეთის მე-10 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში თავისი არჩევანი 15 844-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც პირველ ტურთან შედარებით თითქმის 2-ჯერ ნაკლებია. პირველი  ტურის 12:00 საათის მონაცემებით, უბანზე  31 576 ამომრჩეველი იყო მისული.
13:55 / 21.11.2020
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების მეორე ტურის შედეგების
შესაჯამებლად ვადა 10 დეკემბრამდე აქვს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების მეორე ტურის შედეგების შესაჯამებლად ვადა 10 დეკემბრამდე აქვს.
12:26 / 21.11.2020
სამართალი
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ავარიას 27 წლის ბიჭი ემსხვერპლა.
10:01 / 26-11-2020
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენშიში, FORD TRANSIT- ი  ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
19:39 / 21-11-2020
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა.
11:21 / 26-10-2020
ეკონომიკა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2021 ბიუჯეტიდან, მილიონ 875 ათასი სოციალურ სფეროზე დაიხარჯება. მერიის სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელის სოფიო ქუმსიაშილის განმარტებით, თანხა მიმდინარე წელთან შედარებით გაზრდილია.
13:32 / 21-11-2020
ქალაქ თელავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 25 სექტემბერს დასრულდება.
13:38 / 15-09-2020
სხვა ამბები
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ელექტრონული სწავლების მოდელზე კიდევ სამი სკოლა გადავიდა.
14:10 / 25-11-2020
კახეთში, მე-10 მაჟორიტარული ოლქის 154 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 123 უბნის მონაცემები.
00:54 / 22-11-2020
დღეს, არჩევნების მეორე ტურში, კახეთის მე-10 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში სასურველი კანდიდატისთვის ხმის მისაცემად, 51 785 ამომრჩეველი მივიდა
22:45 / 21-11-2020
12:00 საათის მონაცემებით, კახეთის მე-10 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში თავისი არჩევანი 15 844-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც პირველ ტურთან შედარებით თითქმის 2-ჯერ ნაკლებია. პირველი  ტურის 12:00 საათის მონაცემებით, უბანზე  31 576 ამომრჩეველი იყო მისული.
13:55 / 21-11-2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2021 ბიუჯეტიდან, მილიონ 875 ათასი სოციალურ სფეროზე დაიხარჯება. მერიის სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელის სოფიო ქუმსიაშილის განმარტებით, თანხა მიმდინარე წელთან შედარებით გაზრდილია.
13:32 / 21-11-2020
ანონსი
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
17:04 / 26-11-2020
ტესტი
20 ივნისს "საქართველოს ხმად" აღიარებული ჰამლეტ გონაშვილის დაბადების დღეა.  სახალხო მოლექსე და  ქართველთა მიერ „საქართველოს ხმად“ აღიარებული მომღერალი 1928 წელს სიღნაღის რაიონში დაიბადა.
10:49 / 20-06-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.9545
USD
USD
1
3.3164
GBP
GBP
1
4.4231
TRY
TRY
1
0.4235
RUB
RUB
100
4.3692
ამინდი
გურჯაანი 1 / 6 °C
img
საგარეჯო 2 / 6 °C
img
დ.წყარო -1 / 2 °C
img
სიღნაღი 1 / 4 °C
img
ლაგოდეხი 1 / 4 °C
img
ყვარელი 1 / 6 °C
img
თელავი 3 / 8 °C
img
ახმეტა 2 / 8 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.