არჩევნები
გიორგი გახარია - ბევრი პროვოკაცია გველოდება წინ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ არავის მივცეთ შესაძლებლობა, ელემენტარული ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას [R]
ბევრი პროვოკაცია გველოდება წინ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ არავის მივცეთ შესაძლებლობა, ელემენტარული ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფოთში, ხობსა და სენაკში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენისას, ხობში განაცხადა.

როგორც პრემიერ - მინისტრმა აღნიშნა, არ უნდა იყოს სხვაობა, სად ცხოვრობს ადამიანი, თბილისში, ხობში, ბათუმში თუ ზუგდიდში, ყველგან უნდა იყოს თანაბარი პირობები.

„ხობი სამეგრელოს შესანიშნავი და ყველაზე ღირსეული ადამიანების კუთხეა. ხობი სამეგრელოს შუაგულია, აქ მთავრდებოდა დიდი აბრეშუმის გზა და აქედან იწყებოდა მოგზაურობა აღმოსავლეთიდან ევროპაში. ხობმა ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 90-იანებში ბევრი მძიმე დღე გამოიარა და ამ მძიმე დღეების დასტურია საქართველოს პირველი პრეზიდენტის მუზეუმი, რომელიც აქ, ხიბულაშია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, ეს მეხსიერება ჩვენში უნდა დარჩეს და ამ მეხსიერებით უნდა შევაბიჯოთ ჩვენ ევროპაში. ეს არის ჩვენი მიზანი. როდესაც ვსაუბრობთ გზებზე, სასმელ წყალზე, სკოლებზე, ბაღებზე, საავადმყოფოებზე, საბოლოო მიზანი არის ის, რომ საქართველოში არ უნდა იყოს სხვაობა, სად ცხოვრობს ადამიანი, თბილისში, ხობში, ბათუმში თუ ზუგდიდში, ყველგან უნდა იყოს თანაბარი პირობები. ხობში, მიუხედავად იმისა, რომ აქ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი გაკეთდა და ეს სკვერიც ამის ერთ-ერთი მაგალითია, კიდევ ბევრი რამ გვაქვს დაწყებული - ხობის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირება ბოლომდეა მისაყვანი. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ ხობში ასე თუ ისე სასმელი წყლით მომარაგების საკითხი მოწესრიგებულია, არ არის წყალარინების სისტემა და 2021 წელს ეს აუცილებლად უნდა დავიწყოთ. გასაგრძელებელია გაზიფიცირება. საქართველოს მთავრობას 2021 წელს უმთავრდება 3-წლიანი გაზიფიცირების გეგმა და ჩვენ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, კიდევ 3 წლით გავაგრძელოთ გაზიფიცირების გეგმა, რაც გაზმომარაგებით სრულად უზრუნველყოფს იმ დასახლებულ პუნქტებს და სოფლებს საქართველოში, სადაც ფიზიკურად შესაძლებელია გაზის მიყვანა. ასევე არის სასმელი წყლის პრობლემები სოფლებში. მაგისტრალური გზები ასე თუ ისე წესრიგშია მოყვანილი, შიდა სასოფლო გზებიც პრობლემაა, თუმცა წინა პლანზე გადმოდის სასმელი წყალი. საირიგაციო მიმართულებითაც ბევრი რამ კეთდება და სოფლის მეურნეობის განვითარება ხობში არის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულება. აქ, როგორც "შეღავათიანი აგროკრედიტის", ისე „აწარმოე საქართველოს“ სხვადასხვა პროგრამები კარგად მუშაობს, კარგად არის გამოყენებული, თუმცა შესაძლებლობები კიდევ ბევრია,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ჭალადიდი-ფოთის გზის გარე განათების ტენდერი გამოცხადდა და უახლოეს პერიოდში ეს პროექტიც განხორციელდება.

„ჩვენ აქ ვსაუბრობდით თქვენი ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლებთან, ცოტა დროში გაგვეჭიმა, მაგრამ ჭალადიდი-ფოთის გზის, სამეგრელოსთვის ცნობილი, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური, საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით, გზის განათების ტენდერი გამოცხადდა, აუცილებლად დავიწყებთ და უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ, უამრავ სიცოცხლეს გადავარჩენთ ამით, ყველას გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ეს ამ რაიონებისთვის. ეს ყველაფერი შესაძლებლობას გვაძლევს, რომ კომფორტული, ღირსეული პირობები შევუქმნათ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ხობში და სამეგრელოში ყველგან. ეს ჩვენი მთავარი მიზანია და ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ჩვენს მოქალაქეებს ნებისმიერ კუთხეში შეეძლოთ, ღირსეულად იშრომონ და ღირსეულად არჩინონ თავიანთი ოჯახები. ამისთვის ჩვენ გვჭირდება გამარჯვება, გამარჯვება 31 ოქტომბერს. ჩვენ ამ გამარჯვებას რა თქმა უნდა მივაღწევთ ყველა ერთად, მაგრამ ეს გამარჯვება უნდა იყოს სამართლიანი და ღირსეული. ბევრი პროვოკაცია გველოდება წინ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, არ მივცეთ არავის შესაძლებლობა, ელემენტარული ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას. ამიტომ, ღირსეულ და სამართლიან გამარჯვებას გისურვებთ ხობელებო,“- განაცხადა პრემიერმა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
12:00 საათის მონაცემებით, კახეთის მე-10 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში
თავისი არჩევანი 15 844-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც პირველ
ტურთან შედარებით თითქმის 2-ჯერ ნაკლებია. პირველი  ტურის 12:00
საათის მონაცემებით, უბანზე  31 576 ამომრჩეველი იყო მისული.
12:00 საათის მონაცემებით, კახეთის მე-10 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში თავისი არჩევანი 15 844-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც პირველ ტურთან შედარებით თითქმის 2-ჯერ ნაკლებია. პირველი  ტურის 12:00 საათის მონაცემებით, უბანზე  31 576 ამომრჩეველი იყო მისული.
13:55 / 21.11.2020
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების მეორე ტურის შედეგების
შესაჯამებლად ვადა 10 დეკემბრამდე აქვს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების მეორე ტურის შედეგების შესაჯამებლად ვადა 10 დეკემბრამდე აქვს.
12:26 / 21.11.2020
დღეს, 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მათ შორის, კახეთშიც,
საქართველოსპარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება.
დღეს, 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მათ შორის, კახეთშიც, საქართველოსპარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება.
09:05 / 21.11.2020
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილებით, საქართველოს
პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.
11:49 / 14.11.2020
სამართალი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენშიში, FORD TRANSIT- ი  ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
19:39 / 21-11-2020
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა.
11:21 / 26-10-2020
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში გვიან ღამით ერთი მაღაზია გაქურდეს, ასევე გაქურდეს მეორე მაღაზიასთან მდგარი ჩასარიცხი აპარატი.
12:58 / 09-10-2020
ეკონომიკა
ქალაქ თელავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 25 სექტემბერს დასრულდება.
13:38 / 15-09-2020
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში მდებარე ციხესთან მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერიამ ტენდერი მილიონ 402 490 ლარზე უკვე გამოაცხადა.
11:49 / 08-09-2020
სხვა ამბები
დღეს, 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მათ შორის, კახეთშიც, საქართველოსპარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება.
09:05 / 21-11-2020
დღეს ქალაქ გურჯაანის ნომერ პირველ საჯარო სკოლაში ორკვირიანი ინტერვალის შემდეგ, სასწავლო პროცესი განახლდა.
15:33 / 16-11-2020
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის ორ სკოლაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც ლამბალოსა და იორმუღანლოს საჯარო სკოლები ორშაბათს,16 ნოემბრიდან სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავლენ.
16:14 / 15-11-2020
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.
11:49 / 14-11-2020
კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა ვეჯინის საჯარო სკოლაშიც, რომელიც დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, ამ დროისთვის ყველა სკოლის დახურვის საშიშროება არ არსებობს.
15:19 / 11-11-2020
ანონსი
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
17:01 / 24-11-2020
ტესტი
20 ივნისს "საქართველოს ხმად" აღიარებული ჰამლეტ გონაშვილის დაბადების დღეა.  სახალხო მოლექსე და  ქართველთა მიერ „საქართველოს ხმად“ აღიარებული მომღერალი 1928 წელს სიღნაღის რაიონში დაიბადა.
10:49 / 20-06-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.9215
USD
USD
1
3.3073
GBP
GBP
1
4.3918
TRY
TRY
1
0.4359
RUB
RUB
100
4.3481
ამინდი
გურჯაანი -1 / 7 °C
img
საგარეჯო 1 / 6 °C
img
დ.წყარო -3 / 5 °C
img
სიღნაღი -2 / 8 °C
img
ლაგოდეხი -1 / 7 °C
img
ყვარელი -1 / 7 °C
img
თელავი 2 / 7 °C
img
ახმეტა 2 / 7 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.