არჩევნები
არჩილ თალაკვაძე - ჩვენი მოქალაქეები პრობლემებზე საუბარს და პრობლემების გადაჭრას ელიან - „ქართული ოცნების“ გუნდმა კარგად ვიცით, თუ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას [R]
„ჩვენ კარგად ვიცით, თუ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენ გვაქვს უწყვეტი დიალოგი და თანამშრომლობა საზოგადოებასთან, მოქალაქეებთან, ამიტომ შემდეგი წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის, ჩვენი ქვეყნის მთავარი საზრუნავი იქნება კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად“ ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხობში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.

არჩილ თალაკვაძემ განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობაზე ისაუბრა და შეკრებილებს ის პრიორიტეტები დაუსახელა, რომელზეც მუშაობას „ქართული ოცნება“ მომდევნო წლებში გააგრძელებს.

„მოგეხსენებათ, არსებობს ცნობილი ფრაზა „იპოვე ათი განსხვავება“ და მართლაც, ჩვენ უნდა შევადაროთ ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრება დღეს და მაშინ, როდესაც გადმოვიბარეთ ხელისუფლება, რა იყო და რის გაკეთება შევძელით საზოგადოების, მოქალაქეების მხარდაჭერით. პირველი - ჩვენ გვაქვს დღეს ბევრად ხელმისაწვდომი, თანამედროვე ჯანდაცვის სისტემა, სადაც სამედიცინო მომსახურება არ არის მხოლოდ მდიდრების და შემოსავლიანი ადამიანების პრივილეგია. მეორე - ჩვენ შევძელით განათლების ფუნდამენტური რეფორმის დაწყება, შევძელით ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ამ სფეროში, ხელფასების ზრდა და გვაქვს კარგი გეგმა, თუ როგორ განვავითაროთ განათლება. ჩვენ შევძელით ინფრასტუქტურის განვითარება. უპრეცედენტო მოცულობის სამუშაოა გაწეული, არის გეგმა, არის კონკრეტული დაფინანსება, შემდეგ წლებში, დაახლოებით, 20 მილიარდი ლარი დაიხარჯება ამ მიმართულებით. ჩვენ შევძელით ეფექტური, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი და პროგრესული საგარეო პოლიტიკის გატარება. საქართველო დღეს არის კიდევ უფრო მოწინავე პოზიციაში, ახლოს თავის დასავლელ პარტნიორებთან, სრულ თავსებადობაში ნატოს სტანდარტებთან და ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აქვს სტრატეგიული და მტკიცე თანამშრომლობა, ვგულისხმობ ამერიკის შეერთებულ შტატებს. ჩვენ შევძელით თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების უზრუნველყოფა და დავასრულეთ დრო, როდესაც ადამიანის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მოქალაქეთა ხმას არ ჰქონდა არანაირი მნიშვნელობა და ხელისუფლების ხუთპროცენტიანი ელიტა წყვეტდა ქვეყანაში არჩევნების ბედს. ჩვენ შევძელით თავისუფალი და დივერსიფიცირებული მედიის უზრუნველყოფა. დღეს ხედავთ, რამდენი არხია, რამდენი პოზიცია შუქდება, რამდენი კითხვა ისმება და ყოველდღიურად მედია თავისუფლად საქმიანობს. ჩვენ შევძელით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება თავდაცვის სისტემაში, ხედავთ დღეს საქართველოს ჯარისკაცები როგორ არიან უზრუნველყოფილი და გახსოვთ, როგორ იყო ეს ადრე, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჯარისკაცები ბრძოლის ველზეც კი მიატოვეს. ჩვენ შევძელით უფრო ეფექტური სოციალური დაცვის სისტემის ჩამოყალიბება, ჩვენ შევძელით სპორტის სფეროში დაფინანსების მნიშვნელოვანი გაზრდა და მეტი წარმატების უზრუნველყოფა, ჩვენ შევძელით ბიზნესის თავისუფლების და საკუთრების უფლების დაცვა, და რაც მთავარია, ჩვენ თქვენი მხარდაჭერით შევძელით ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული, ევროპული კონსტიტუციის მიღება, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს. შემიძლია, კიდევ გავაგრძელო და ჩამოვთვალო არაერთი სხვა მიღწევა, რის გაკეთებაც ერთად მოვახერხეთ, თუმცა, კარგად მესმის, რომ ჩვენი მოქალაქეები ჩვენგან პრობლემებზე საუბარს და პრობლემების გადაჭრას ელიან. ჩვენ კარგად ვიცით, თუ რა ჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენ გვაქვს უწყვეტი დიალოგი და თანამშრომლობა საზოგადოებასთან, მოქალაქეებთან, ამიტომ შემდეგი წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის, ჩვენი ქვეყნის მთავარი საზრუნავი იქნება კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, მეტი სამუშაო ადგილი, უფრო მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილები, მეტი ჩვენი თანამოქალაქის დასაქმება, ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების მიცემა ბიზნესსა და საჯარო სამსახურში - ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი“,- მიმართა შეკრებილებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში ჩართულ პროფესიონალებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სახელწიფო, საზოგადოებასთან ერთად, მოძებნის გამოსავალს, რათა ქვეყანა განვითარების წინანდელ ტემპებში დააბრუნოს.

მან მხარდაჭერა გამოუცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ხახუბიას და მოსახლეობას კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ირაკლი ხახუბია იქნება ოლქის ღირსეული წარმომადგენელი პარლამენტში.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
12:00 საათის მონაცემებით, კახეთის მე-10 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში
თავისი არჩევანი 15 844-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც პირველ
ტურთან შედარებით თითქმის 2-ჯერ ნაკლებია. პირველი  ტურის 12:00
საათის მონაცემებით, უბანზე  31 576 ამომრჩეველი იყო მისული.
12:00 საათის მონაცემებით, კახეთის მე-10 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში თავისი არჩევანი 15 844-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც პირველ ტურთან შედარებით თითქმის 2-ჯერ ნაკლებია. პირველი  ტურის 12:00 საათის მონაცემებით, უბანზე  31 576 ამომრჩეველი იყო მისული.
13:55 / 21.11.2020
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების მეორე ტურის შედეგების
შესაჯამებლად ვადა 10 დეკემბრამდე აქვს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების მეორე ტურის შედეგების შესაჯამებლად ვადა 10 დეკემბრამდე აქვს.
12:26 / 21.11.2020
დღეს, 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მათ შორის, კახეთშიც,
საქართველოსპარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება.
დღეს, 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მათ შორის, კახეთშიც, საქართველოსპარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება.
09:05 / 21.11.2020
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილებით, საქართველოს
პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.
11:49 / 14.11.2020
სამართალი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენშიში, FORD TRANSIT- ი  ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
19:39 / 21-11-2020
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა.
11:21 / 26-10-2020
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში გვიან ღამით ერთი მაღაზია გაქურდეს, ასევე გაქურდეს მეორე მაღაზიასთან მდგარი ჩასარიცხი აპარატი.
12:58 / 09-10-2020
ეკონომიკა
ქალაქ თელავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 25 სექტემბერს დასრულდება.
13:38 / 15-09-2020
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში მდებარე ციხესთან მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერიამ ტენდერი მილიონ 402 490 ლარზე უკვე გამოაცხადა.
11:49 / 08-09-2020
სხვა ამბები
დღეს, 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მათ შორის, კახეთშიც, საქართველოსპარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება.
09:05 / 21-11-2020
დღეს ქალაქ გურჯაანის ნომერ პირველ საჯარო სკოლაში ორკვირიანი ინტერვალის შემდეგ, სასწავლო პროცესი განახლდა.
15:33 / 16-11-2020
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის ორ სკოლაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც ლამბალოსა და იორმუღანლოს საჯარო სკოლები ორშაბათს,16 ნოემბრიდან სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავლენ.
16:14 / 15-11-2020
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.
11:49 / 14-11-2020
კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა ვეჯინის საჯარო სკოლაშიც, რომელიც დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, ამ დროისთვის ყველა სკოლის დახურვის საშიშროება არ არსებობს.
15:19 / 11-11-2020
ანონსი
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
17:01 / 24-11-2020
ტესტი
20 ივნისს "საქართველოს ხმად" აღიარებული ჰამლეტ გონაშვილის დაბადების დღეა.  სახალხო მოლექსე და  ქართველთა მიერ „საქართველოს ხმად“ აღიარებული მომღერალი 1928 წელს სიღნაღის რაიონში დაიბადა.
10:49 / 20-06-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.9447
USD
USD
1
3.3193
GBP
GBP
1
4.4329
TRY
TRY
1
0.4171
RUB
RUB
100
4.3629
ამინდი
გურჯაანი -1 / 9 °C
img
საგარეჯო 1 / 9 °C
img
დ.წყარო -3 / 4 °C
img
სიღნაღი -2 / 7 °C
img
ლაგოდეხი -3 / 6 °C
img
ყვარელი -1 / 9 °C
img
თელავი 2 / 10 °C
img
ახმეტა 1 / 10 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.