არჩევნები
გიორგი გახარია - შემდგომი 4 წელი იქნება კონკრეტულად ფოთის აღმშენებლობის წლები [R]
„შემდგომი 4 წელი იქნება კონკრეტულად ფოთის აღმშენებლობის წლები, იმიტომ, რომ ეს არა მხოლოდ ფოთს, არამედ მთლიანად ქვეყანას სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ფოთში, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფოთს განსაკუთრებული ფუნქცია ანტიკური პერიოდიდან ჰქონდა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ფოთის განვითარება კიდევ უფრო გაძლიერდეს.


„მოგესალმებით ფოთელებო! კახიმ კარგად გაიხსენა ფოთის მნიშვნელობა საქართველოსთვის, ფოთის პორტის მნიშვნელობა, საზღვაო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობა, თუმცა, უნდა დავამატოთ, რომ ანტიკური პერიოდიდან ჰქონდა ამ ქალაქს ეს ფუნქცია. ათასწლეულების წინ, თუმცა დიდი ნიკო ნიკოლაძის შემდგომ ამან სულ სხვა დატვირთვა მიიღო და გახდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის ინდუსტრიულად ძალზედ მნიშვნელოვანი ქალაქი. ეს მეცხრამეტე საუკუნიდან დაიწყო და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ფოთის განვითარება იმავე მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერდეს.


უნდა შევთანხმდეთ და გულწრფელები ვიყოთ ერთმანეთთან, რომ ფოთში ბევრი პრობლემებია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდა გითხრათ, რომ შემდგომი 4 წელი იქნება ფოთის აღმშენებლობის წლები, კონკრეტულად ფოთის აღმშენებლობის წლები. იმიტომ, რომ ეს არა მხოლოდ ფოთს, არამედ მთლიანად ქვეყანას სჭირდება. თქვენ იცით, რომ უახლოეს პერიოდში გარდა პეის ტერმინალისა, რომელიც ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია და ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ხორციელდება ამ ნავსადგურის გაფართოება, დაიწყება ფოთის ძირითადი პორტის ჩრდილოეთით მშენებლობა, განახლება. ეს იქნება უდიდესი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ფოთის პორტის ტვირთბრუნვა შემდგომში 10 მილიონი ტონით გაიზარდოს”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


პრემიერის თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორ დაპროექტდეს ფოთის შემოვლითი გზა, რადგან დამატებითი ტვირთების გაჩენასთან ერთდ შემოვლით გზას ექნება დიდი მნიშვნელობა, არა მხოლოდ პორტის ინფრასტრუქტურისთვის, არამედ ფოთის მოსახლეობისთვის.


„გარდა ამისა, მთავრობამ გამოაცხადა პროექტის მიზანშეწონილობის შესწავლა, თუ როგორ დაპროექტდეს ფოთის შემოვლითი გზა. დღესაც ეს სერიოზული პრობლემაა, მაგრამ როგორც კი დამატებითი ტვირთები გაჩნდება ფოთში, ფოთის გზას ექნება უკიდურესად დიდი მნიშვნელობა, არა მხოლოდ პორტის ინფრასტრუქტურისთვის, არამედ ფოთის მოსახლეობისთვის. ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ აუცილებლად გაკეთდება რიონზე ახალი ხიდი. ეს ტექნიკური ნაგებობა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მიგდებული იყო, რეკონსტრუირებულია და ეკოლოგიური კატასტროფისგან აზღვევს ფოთს. გარდა ამისა, გაკეთდება ახალი ხიდი და შესაბამისად, ეს ჰიდროტექნიკური ნაგებობა შეიძენს ახალ ფუნქციას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ფოთში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში, ფოთის სისტემური ინფრასტრუქტურის ნაწილში, მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან, მინიმუმ 150 მილიონი ლარი იქნება ინვესტირებული.


„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ფოთი განვითარდეს, როგორც ინდუსტრიული ქალაქი, მაგრამ ამასთან ერთად, როგორც კომფორტული ქალაქი, ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრებისთვის. ამიტომ კეთდება ფეხბურთის სტადიონები, შენდება საცურაო აუზები და სპორტული კომპლექსები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაგრძელდება. მომავალი 4 წლის განმავლობაში, ფოთის სისტემური ინფრასტრუქტურის ნაწილში, მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან, მე ვგულისხმობ გზებს, წყალმომარაგებას, კანალიზაციას, საბავშვო ბაღებს, სკოლებს - ამ ყველაფერში მინიმუმ 150 მილიონი ლარი იქნება ინვესტირებული, იმისთვის, რომ ფოთის, როგორც ქალაქის ინფრასტრუქტურა მოვიყვანოთ ნორმალურ წესრიგში. ჩვენ აქ ისეთი გარემო უნდა შევქმნათ, რომ ფოთიდან ახალგაზრდები სხვაგან კი არ მიდიოდნენ, ფოთი უნდა გახდეს თვითონ მიზიდულობის ცენტრი, ინდუსტრიის და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. აქ, ყველა დარგის განვითარების პოტენციალი აქვს ფოთს, როგორც ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, ასევე სოფლის მეურნეობა, მოგეხსენებათ, რომ მეთევზეობა უაღრესად მნიშვნელოვანია ფოთში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


მთავრობის მეთაურის თქმით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ფოთში წარადგინა, იქნება ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და შეძლებს ფოტის პრობლემების ეფექტურად გადაჭრას.


„ჩვენ ამ ყველაფრის გასაკეთებლად, ყველას კარგად გვესმის, გვჭირდება ერთიანობა, ძლიერი ადგილობრივი ხელისუფლება და რა თქმა უნდა ჩვენი წარმომადგენელი, ფოთის წარმომადგენელი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, დეპუტატი, რომელსაც ავირჩევთ 31 ოქტომბერს და ირაკლი ხახუბია არის ღირსეული შვილი ამ ქალაქის, ყველაზე კეთილსინდისიერი ადამიანი. ის შეძლებს, იცის ის პრობლემები, რომლებიც აქ არის და ჩვენ ყველანი ერთად გადავლახავთ და მივალთ იმ საბოლოო მიზნამდე. მიუხედავად იმ უჩვეულო მდგომარეობისა, რომელშიც ახლა პირბადეებით ვსხედვართ და ერთმანეთს ვესაუბრებით, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის არ არის ჩვეული გარემო, მაგრამ ჩვენ ზედმიწევნით ზუსტად უნდა დავიცვათ ეს წესები, მოვიგებთ არჩევნებსაც, გადავლახავთ კოვიდით გამოწვეულ კრიზისსაც, გადავლახავთ ეკონომიკურ კრიზისსაც, ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, ოღონდ რა თქმა უნდა, გვჭირდება მოთმინება და გვჭირდება, დავიცვათ ელემენტარული წესები ერთად, არ არის რთული პირბადის ტარება, მაშინ როდესაც ვიცით, რამხელა ფასი აქვს ამას ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ხანდაზმულების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. სწორედ ეს გამოგვარჩევს ჩვენ სხვა ჩვენი ოპონენტებისგან, რომელთა პასუხისმგებლობა ძალიან კარგად გამოჩნდა ბათუმში. ამიტომ მინდა მოვუწოდო თითოეულ თქვენგანს, ღირსეულად, სამართლიან ბრძოლაში ერთად წყნარად, მშვიდად გავიმარჯვოთ 31 ოქტომბერს. გამარჯვებას გისურვებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
12:00 საათის მონაცემებით, კახეთის მე-10 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში
თავისი არჩევანი 15 844-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც პირველ
ტურთან შედარებით თითქმის 2-ჯერ ნაკლებია. პირველი  ტურის 12:00
საათის მონაცემებით, უბანზე  31 576 ამომრჩეველი იყო მისული.
12:00 საათის მონაცემებით, კახეთის მე-10 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში თავისი არჩევანი 15 844-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც პირველ ტურთან შედარებით თითქმის 2-ჯერ ნაკლებია. პირველი  ტურის 12:00 საათის მონაცემებით, უბანზე  31 576 ამომრჩეველი იყო მისული.
13:55 / 21.11.2020
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების მეორე ტურის შედეგების
შესაჯამებლად ვადა 10 დეკემბრამდე აქვს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების მეორე ტურის შედეგების შესაჯამებლად ვადა 10 დეკემბრამდე აქვს.
12:26 / 21.11.2020
დღეს, 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მათ შორის, კახეთშიც,
საქართველოსპარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება.
დღეს, 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მათ შორის, კახეთშიც, საქართველოსპარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება.
09:05 / 21.11.2020
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილებით, საქართველოს
პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.
11:49 / 14.11.2020
სამართალი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენშიში, FORD TRANSIT- ი  ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
19:39 / 21-11-2020
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა.
11:21 / 26-10-2020
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში გვიან ღამით ერთი მაღაზია გაქურდეს, ასევე გაქურდეს მეორე მაღაზიასთან მდგარი ჩასარიცხი აპარატი.
12:58 / 09-10-2020
ეკონომიკა
ქალაქ თელავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 25 სექტემბერს დასრულდება.
13:38 / 15-09-2020
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში მდებარე ციხესთან მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერიამ ტენდერი მილიონ 402 490 ლარზე უკვე გამოაცხადა.
11:49 / 08-09-2020
სხვა ამბები
დღეს, 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მათ შორის, კახეთშიც, საქართველოსპარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება.
09:05 / 21-11-2020
დღეს ქალაქ გურჯაანის ნომერ პირველ საჯარო სკოლაში ორკვირიანი ინტერვალის შემდეგ, სასწავლო პროცესი განახლდა.
15:33 / 16-11-2020
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის ორ სკოლაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც ლამბალოსა და იორმუღანლოს საჯარო სკოლები ორშაბათს,16 ნოემბრიდან სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავლენ.
16:14 / 15-11-2020
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.
11:49 / 14-11-2020
კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა ვეჯინის საჯარო სკოლაშიც, რომელიც დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, ამ დროისთვის ყველა სკოლის დახურვის საშიშროება არ არსებობს.
15:19 / 11-11-2020
ანონსი
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
17:01 / 24-11-2020
ტესტი
20 ივნისს "საქართველოს ხმად" აღიარებული ჰამლეტ გონაშვილის დაბადების დღეა.  სახალხო მოლექსე და  ქართველთა მიერ „საქართველოს ხმად“ აღიარებული მომღერალი 1928 წელს სიღნაღის რაიონში დაიბადა.
10:49 / 20-06-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.9447
USD
USD
1
3.3193
GBP
GBP
1
4.4329
TRY
TRY
1
0.4171
RUB
RUB
100
4.3629
ამინდი
გურჯაანი -1 / 9 °C
img
საგარეჯო 1 / 9 °C
img
დ.წყარო -3 / 4 °C
img
სიღნაღი -2 / 7 °C
img
ლაგოდეხი -3 / 6 °C
img
ყვარელი -1 / 9 °C
img
თელავი 2 / 10 °C
img
ახმეტა 1 / 10 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.